ბაქოს ფილარმონია

ქართველი ვოკალისტი ბაქოში მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული გახდა

104
(განახლებულია 15:43 11.06.2018)
ქართველმა მომღერალმა საკუთარ ჯილდოებს ბაქოს კონკურსზე მოპოვებული პირველი ადგილი მიუმატა.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ახალგაზრდა ქართველმა ვოკალისტმა გიორგი ჭელიძემ ბაქოში ბიულბიულის სახელობის საერთაშორისო ვოკალურ კონკურსზე პირველი ადგილი დაიკავა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი".

გარდა ამისა, სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ქეთევან სიხარულიძე. კონკურსში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი, ქართველი, ყაზახი, რუსი, უზბეკი და სხვა ქვეყნების ახალგაზრდა ვოკალისტები. კონკურსი, რომელიც ბიულბიულის იუბილეს მიეძღვნა, აზერბაიჯანის სახელმწიფო ფილარმონიაში გასულ კვირაში გაიმართა.

კონკურსის ჟიურიში საქართველოს საქართველოს დამსახურებული არტისტი, პროფესორი თეიმურაზ გუგუშვილი წარმოადგენდა.

გრან-პრის მფლობელი გახდა თურქი მომღერალი მინა ქურთოღლუ.

წლევანდელი კონკურსი აზერბაიჯანული პროფესიონალური ვოკალური სკოლის დამაარსებლის, მეცნიერისა და პედაგოგის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, სსრკ-ის სახალხო არტისტის, სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ბიულბიულის დაბადებიდან 120 წლისთავს მიეძღვნა.

გიორგი ჭელიძემ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა. ახალგაზრდა ქართველი საოპერო მომღერალი რიგი საერთაშორისო კონკურსების, მათ შორის, იტალიაში 2015 წელს გამართული ჯუზეპე ვერდის სახელობის პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია.

104
თემები:
საქართველო და კულტურა (613)