ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“

თბილისში „ღამის კულტურული ტურები“ დაიწყო

93
(განახლებულია 23:28 10.06.2018)
ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და ვოკალური „თეატრალური კვარტეტი“ საქართველოს ღამის ტურებში მიიღებს მონაწილეობას

თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. რიყის პარკში ღია ცის ქვეშ შაბათობით ქართული ფოლკლორის და ეროვნული ცეკვის საკონცერტო გამოსვლები პროექტის „ღამის კულტურული ტურები საქართველოში“ (Cultural Night Tours In Georgia) ფარგლებში გაიმართება.

პროექტი 9 ივნისს დაიწყო და 25 აგვისტოს დასრულდება. კონცერტები 20:00 საათზე დაიწყება.

„ღამის კულტურული ტურების“ მონაწილეები არიან ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და პოპულარული ვოკალური ანსამბლი „თეატრალური კვარტეტი".

ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, სამთავრობო პროგრამა Check In Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება, რომელიც საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ამაღლებას ემსახურება.


93
თემები:
საქართველო და კულტურა (682)