„კავკასიის ბიომრავალფეროვნება“ : გამოფენა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს სახელმწიფო ეროვნული მუზეუმი
საქართველოს სახელმწიფო ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულია კავკასიაში უნიკალური და უმდიდრესი გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik.  საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ახალ საგამოფენო სივრცეში წარმოგიდგენთ გამოფენას „კავკასიის ბიომრავალფეროვნება", ნათქვამია საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოფენა, რომელიც  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება, 12 ივნისს გაიხსენება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნება.

გალერეა Kornfeld“-ის  წარდგინებით ნათელა იანქოშვილი ნიუ-იორკში საუკეთესოდ დაასახელეს - Sputnik საქართველო
ცნობილ არტ-ფორუმზე Frieze ქართველი მხატვარი მსოფლიოს 11 საუკეთესოთა შორის დასახელდა

„დღეს თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ ახალ გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას — გეოლოგიურ, ბოტანიკურ და ზოოლოგიურ კოლექციებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მინერალები, ქანები, ნამარხ უხერხემლო ცხოველთა ფაუნა, უმაღლესი და უმდაბლესი მცენარეების საჰერბარიუმო ნიმუშები, მოლუსკები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები სრულყოფილად ასახავს საქართველოს და, ზოგადად, კავკასიის რეგიონის ფლორისა და ფაუნის ევოლუციურ განვითარებას“, — ნათქვამია განცხადებაში.

კოლექციაში წარმოდგენილი იქნება კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ასევე გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობები.

განახლებულია გამოფენის დიორამები — თურანული ვეფხვის და გარეული ტახის ფიტულები მტკვრის ჭალის ტყის ფონზე. ასევე საქართველოს ტბების და ჭაობების ფაუნა ჭალის ტყის მახლობლად და ძუძუმწოვარ ცხოველთა მრავალფეროვანი კოლექციები მდინარე ვერეს პანორამის ფონზე.

გამოფენა „კავკასიის ბიომრავალფეროვნება" დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს გაეცნოს მრავალწლიან სამეცნიერო კვლევებს და თანამედროვე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს. 

გამოფენა იმართება „კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი-2018“-ის ფარგლებში, რომლის პარტნიორია National Geographic Magazine საქართველო.  პროექტი მომზადდა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მხარდაჭერით.


ყველა ახალი ამბავი
0