ჯინო

ქართულ ანიმაციურ ფილმს აშშ-სა და ევრაზიის ქვეყნებში აჩვენებენ

54
(განახლებულია 15:09 05.06.2018)
პირველი ქართული ანიმაცია 3D ფორმატში კინოთეატრ „დისნეილენდის" საზაფხულო აფიშაში შევიდა.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ქართულ ანიმაციურ ფილმ „ჯინოს" იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ესპანეთსა და აშშ-ში უჩვენებენ, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მხარეებმა რეჟისორ დათო კიკნაველიძის ცამეტწუთიანი ანიმაციის ჩვენების უფლებაზე შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერეს. ცნობილია, რომ „ჯინო" ლოს-ანჯელესში კინოთეატრ „დისნეილენდის" საზაფხულო აფიშაში შევიდა. ეს ქართული ანიმაციური ფილმის პირველი გამარჯვებაა.

ქართული ანიმაციის მორიგი წარმატება საერთაშორისო არენაზე>>>

„ჯინოს" სიუჟეტის ცენტრში გომბეშო ჯინოსა და მისი მეგობრების თავგადასავალია, რომლებიც ლამაზი ტბის ნაპირას ცხოვრობენ. ერთხელაც ცხოველები დილემის წინაშე აღმოჩნდებიან — მათ მიწაზე ადამიანები მშენებლობას იწყებენ, რის გამოც ცხოველები იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის — სახლის გადასარჩენად.

„ჯინო" პირველი ქართული ანიმაციაა 3D ფორმატში, რომელიც გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.

54
თემები:
საქართველო და კულტურა (481)