პაატა ბურჭულაძის იუბილეს პეტერბურგში აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Igor Mikhalev / გადასვლა მედიაბანკშიპაატა ბურჭულაძე
პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონცერტზე აჟღერდება ფრაგმენტები საოპერო ხელოვნების ცნობილი ნაწარმოებებიდან.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ცნობილი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის შემოქმედებითი საქმიანობის 40 წლისთავი 29 მაისს სანქტ-პეტერბურგის მიხაილის თეატრში გაიმართება, ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ საოპერო ხელოვნების მსოფლიო ვარსკვლავები მარკო ბრეტი, მარია გულეგინა, ლანა კოსი, ფერუჩო ფურლანეტო და ოთარ ჯორჯიკია.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
თბილისში ვერდის „სიმონ ბოკანეგრას" პრემიერა გაიმართება

სცენაზე აჟღერდება უკვე ცნობილი და ასევე ისეთი ნაწარმოებები, რომლებიც იშვიათად სრულდება. საღამოს პროგრამაშია პეტრე ჩაიკოვსკის, უმბერტო ჯორდანოს, ჯუზეპე ვერდის, იოჰან შტრაუსი-უმცროსისა და სხვა კომპოზიტორების მუსიკა.

თავად ბურჭულაძემ ამ საღამოსთვის ვერდის მუსიკა შეარჩია. ის იმღერებს არიებს ოპერებიდან „ნაბუქო" და „ატილა". კონცერტს მაესტრო მარკო პალადინი (ვენეციის ლა ფენიჩეს თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი) უდირიჟორებს. რეჟისორია ანდრეის ჟაგარსი.

პაატა ბურჭულაძე სახელოვანი ქართველი ბანია, რომელიც მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში გამოდის, როგორიცაა ლა-სკალა, ვენის სახელმწიფო ოპერა, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ჰამბურგის სახელმწიფო ოპერა, პარიზის სახელმწიფო ოპერა, სან-ფრანცისკოს ოპერა, ნიუ-იორკის-ნაციონალური ოპერა, მეტროპოლიტენ-ოპერა და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0