დღესასწაული გრძელდება: თბილისში „ბეთლემის უბნის“ ფესტივალი იწყება

© courtesy by Sergo Edisherashviliისტორიული სახლები თბილისში
ისტორიული სახლები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ბეთლემის უბანში“ სტუმრებს მრავალფეროვანი კულტურულ-გასართობი პროგრამა ელოდებათ

თბილისი, 27 მაისი — Sputnik. „ბეთლემის უბნის“ ტრადიციული ფესტივალი თბილისში დღეს გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ბეთლემის უბნის“ ფესტივალი ბეთლემის ქუჩა-კიბეზე გაიმართება, საიდანაც თბილისის პანორამული ხედი იშლება. ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ მრავალფეროვანი კულტურულ-გასართობი პროგრამა: კონცერტები, გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის ჯამბაზისა და ილუზიონისტის მონაწილეობით, ფილმის ჩვენება: „ბეთლემის უბანი კინემატოგრაფიაში“.

საქართველოს დამოიკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

ღონისძიების პარალელურად გაიმართება გამოფენები: „ადამიანები ბეთლემის უბნიდან“, „ბეთლემის უბნის ფესტივალი 2011-დან დღემდე“ და ქართული პროდუქციის გასტრონომიული გამოფენა.

„ბეთლემის უბნის“ ფესტივალი გამორჩეული თვითმყოფადობის და თემური ერთიანობის დღესასწაულად ითვლება. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი მოსახლეობა, ტარდება ხელნაკეთი ფარდაგების და სხვა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.

აღნიშნულ ღონისძიებას ტრადიცია ჩაეყარა 2011 წელს „ბეთლემის უბნის რევიტალიზაციის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, UNESCO-ს და ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტის (ICOMOS საქართველოს) მხარდაჭერით.


ყველა ახალი ამბავი
0