თბილისში საიათ-ნოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

© Photo: courtesy of Georgia Armeniaფესტივალი „ვარდატონი"
ფესტივალი „ვარდატონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საიათ-ნოვას ხსოვნის დღეს ფესტივალ „ვარდატონზე" სომხური საცეკვაო და ვოკალური ანსამბლები გამოვლენ

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისელი აშუღის, საიათ-ნოვასადმი მიძღვნილი კონცერტი ძველ თბილისში, ვახტანგ გორგასლის მოედანზე 27 მაისს გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.

საიათ-ნოვას ხსოვნის დღეს, ტრადიციულად, ფესტივალი „ვარდატონი" (ვარდების დღე) იმართება. როგორც „Sputnik-საქართველოს" „ქართველ სომეხთა კავშირის" წარმომადგენელმა, მარი არაქელოვმა განუცხადა, დღესასწაულს 100-ზე მეტი წლის ისტორია აქვს.

„საიათ-ნოვას ძალიან უყვარდა ვარდები. მისი ბევრი ლექსი სწორედ ამ ყვავილს ეძღვნება. „ვარდატონი", რომელიც 1914 წლიდან აღინიშნება, პოეტის საფლავზე ყვევილების მიტანით იწყება. შემდეგ, დაახლოებით 13:00 საათზე კონცერტი დაიწყება", — განაცხადა არაქელოვმა.

© Photo: courtesy of Georgia Armeniaფესტივალი „ვარდატონი" თბილისში
Фестиваль Вардатон в Тбилиси - Sputnik საქართველო
ფესტივალი „ვარდატონი" თბილისში

ღონისძიებას თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოში სომხეთის საელჩოსა და სომხური ეპარქიის მხარდაჭერით მართავს „ქართველ სომეხთა კავშირი".

კონცერტში მონაწილეობენ თბილისის ადამიანის სახელობის სომხური სახელმწიფო დრამატული თეატრი, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „აიართუნი", ცეკვის ანსამბლები „ჯეირანი", „ანი", „ვანქი". სომხური ეპარქიის მოწვევით კონცერტში მონაწილეობას მიირებს სომხეთის სახელმწიფო ანსამბლი „საიათ-ნოვა".

ყველა ახალი ამბავი
0