თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

თბილისში ვერდის „სიმონ ბოკანეგრას" პრემიერა გაიმართება

46
(განახლებულია 18:41 18.05.2018)
თბილისელი მსმენელი იტალიელი გენიოსის ჯუზეპე ვერდის ნაკლებად ცნობილ ოპერას „სიმონ ბოკანეგრას" მოისმენს.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. ქართულ თეატრალურ სცენაზე პირველად დაიდგმება ჯუზეპე ვერდის ოპერა „სიმონ ბოკანეგრა", აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

სპექტაკლს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 10 ივნისს, 20:00 საათზე წარმოადგენს. საპრემიერო ჩვენებები ასევე გაიმართება 13, 16 და 17 ივნისს.

სპექტაკლს უდირიჟორებს ზაზა აზმაიფარაშვილი; დამდგმელი რეჟისორია ალფონსო სინიორინი, მხატვარი — ესთერ მარტინი.

მთავარ პარტიებს საოპერო თეატრის წამყვანი სოლისტები შეასრულებენ.

ოპერა „სიმონ ბოკანეგრას" პრემიერა ვენეციაში 1857 წლის 12 მარტს გაიმართა.

„სიმონ ბოკანეგრა" ვერდის შედარებით ნაკლებად ცნობილი ოპერაა. ის სამმოქმედებიანი სპექტაკლია პროლოგით. ლიბრეტო ეკუთვნის ფრანჩესკო მარია პიავეს ანტონიო გარსია გუტიერესის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებში და ვებ-გვერდზე tkt.ge.

46
თემები:
საქართველო და კულტურა (402)