გრიბოედოვის თეატრი

მოსკოვის თეატრი „სოვრემენიკი" თბილისში გასტროლებს იწყებს

64
(განახლებულია 13:42 16.05.2018)
დასი თბილისში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ცნობილი რეჟისორის გალინა ვოლჩეკის ორ გახმაურებულ სპექტაკლს წარმოადგენს.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik. მოსკოვის თეატრი „სოვრემენიკი", 31-წლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ თბილისშია.

გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელწმიფო რუსული დრამატული თეატრის დიდ სცენაზე რუსი მსახიობები წარმოადგენენ ორ სპექტაკლს: „ალუბლის ბაღი" ანტონ ჩეხოვის პიესის მიხედვით და „სამი მეგობარი" — ერიხ მარია რემარკის რომანის მიხედვით.

„ალუბლის ბაღი" გალინა ვოლჩეკის დადგმით „სოვრემენიკის" რეპერტუარის მარგალიტია. სპექტაკლის პრემიერა 1997 წლის 9 სექტემბერს გაიმართა.

Сцена из спектакля Вишневый сад театра Современник
სცენა „სოვრემენნიკის" სპექტაკლიდან „ალუბლის ბაღი"

სპექტაკლში მონაწილეობენ მარინა ნეელოვა, სერგეი გარმაში, ოლგა დროზდოვა, მარია ანიკანოვა, ვლადისლავ ვეტროვი და სხვა.

რაც შეეხება „სამ მეგობარს", „სოვრემენიკი" პირველი თეატრია, რომელმაც რემარკის ამ რომანის დადგმა გადაწყვიტა. მას, გალინა ვოლჩეკის დადგმით, თამამად შეიძლება ვუწოდოთ მოსკოვურ სპექტაკლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი წარმოდგენა. ის თეატრის სცენაზე 1999 წელს გამოჩნდა და დღემდე ძალზე პოპულარულია.

სპექტაკლში მონაწილეობენ ივან სტებუნოვი, სერგეი იუშკევიჩი, ელენა პლაკსინა, სვეტლანა ივანოვა და სხვები.

Сцена из спектакля Три товарища театра Современник
სცენა „სოვრემენნიკის" სპექტაკლიდან „სამი მეგობარი"

„სამ მეგობარს" ქართველი მაყურებელი იხილავს 16-17 მაისს, 19:00 საათზე, ხოლო „ალუბლის ბაღს" — 19-20 მაისს, 19:00 საათზე.

გასტროლების დასასრულ, 21 მაისს გაიმართება გალინა ვოლჩეკის საღამო „თეატრი, როგორც ბედისწერა". მის ფარგლებში ვოლჩეკი მაყურებლის კითხვებს უპასუხებს.

Художественный руководитель театра «Современник», народная артистка СССР, лауреат Государственной премии СССР Галина Волчек
© photo: Sputnik / Ruslan Krivobok
„სოვრემენნიკის" სამხატვრო ხელმძღვანელი გალინა ვოლჩეკი

ამას გარდა, თბილისში გაიმართება კიდევ ორი შეხვედრა: სერგეი გარმაშის მასტერ-კლასი თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებთან და ვალენტინ გაფტის საღამო.

თეატრი „სოვრემენიკი" საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტმა ოლეგ ეფრემოვმა 1956 წელს დააარსა. თეატრი საქართველოში გასტროლებზე მესამედ იმყოფება. პირველად ის თბილისს 1962 წელს ეწვია, ხოლო მეორედ — 1987 წელს.

 

64
თემები:
საქართველო და კულტურა (667)