თბილისში მუზეუმების ფესტივალი დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს სახელმწიფო ეროვნული მუზეუმი
საქართველოს სახელმწიფო ეროვნული მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნის პრეზენტაციები, მოეწყობა საჯარო ლექციები

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. თბილისში საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ორკვირიანი მუზეუმების ფესტივალი დაიწყო. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალი ჩატარდება  მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 1977 წლიდან ყოველწლიურად 18 მაისს აღინიშნება.

მესტიაში „კავკასიის მთის ცენტრი“ აშენდება >>

ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს ეძღვნება. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ორნახევარი წელი იარსება, მაგრამ ქვეყანაში ის დღემდე ახსოვთ.

ეროვნული გალერეა - Sputnik საქართველო
ტიციანის „მადონა ყრმით" თბილისში გამოიფინება

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება ექსპოზიცია „ანრი კარტიე ბრესონი — პარიზი". ექსკურსიებს პროექტის დირექტორი, „მაგნუმ ფოტოს“ (Magnum Photos)  წარმომადგენელი საქართველოში ეკა ენუქიძე გაუძღვება. 

ანრი კარტიე ბრესონი — ფრანგი ფოტოგრაფი, XX საუკუნის რეალისტური ფოტოგრაფიის ოსტატი, ფოტომხატვარი, ფოტორეპორტაჟისა და ფოტოჟურნალისტიკის „მამა“, დოკუმენტური ფოტოგრაფიის წარმომადგენელი, რომელმაც 1947 წელს თავის კოლეგებთან ერთად დააარსა ფოტოჟურნალისტების თანამეგობრობა — სააგენტო „მაგნუმ ფოტო“.

გამოფენების გარდა, ფორუმის ფარგლებში ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამები, წიგნის პრეზენტაციები, მოეწყობა საჯარო ლექციები.


ყველა ახალი ამბავი
0