კრის ბოტი

კრის ბოტი ნანი ბრეგვაძის შემოქმედებით საღამოზე დაუკრავს

104
(განახლებულია 19:42 15.05.2018)
ცნობილი ამერიკელი ჯაზ-ინსტრუმენტალისტი, არტისტი და მუსიკოსი კრის ბოტი საქართველოში მესამედ ჩამოდის.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. ნანი ბრეგვაძის შემოქმედებით საღამოში მონაწილეობას „გრემის" მფლობელი, მესაყვირე კრის ბოტი მიიღებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ნანი ბრეგვაძის შემოქმედებითი საღამო 28 ივლისს „ბლექ სი არენაზე“ სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. შემოქმედებით საღამოზე ნანი ბრეგვაძის ცნობილი რეპერტუარის კომპოზიციების ახალი ვერსიები აჟღერდება.

ნანი ბრეგვაძემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში დაიწყო. 1959 წლიდან კი პროფესიულ ესტრადაზე გამოვიდა. იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი „რეროს" და ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი „ორერას" სოლისტი. 1980 წლიდან გამოდის სოლო–კონცერტებით.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი ჯაზ-ინსტრუმენტალისტი, არტისტი და მუსიკოსი კრის ბოტი საქართველოში მესამედ ჩამოდის. მუსიკოსი პირველად საქართველოს 2014 წელს ესტუმრა, 2016 წელს კი მან ბრიტანელ მუსიკოსთან სტინგთან ერთად გამართა ერთობლივი კონცერტი. 

პროექტი Check in Georgia 2016 წელს საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა და იგი მასშტაბურ კულტურული და სპორტული ღონისძიებების ციკლს მოიცავს. პროექტის მიზანი ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაზრდა და კულტურის ცენტრად ქცევაა. Check in Georgia 2018-ის ფარგლებში საქართველოში კონცერტებს გამართავენ საერთაშორისო რანგის ვარსკვლავები. წელს Check in Georgia-ს ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია.

104
თემები:
საქართველო და კულტურა (669)