ნანიკო ხაზარაძე X-Factor-ის ბათუმელმა მონაწილემ აღაფრთოვანა

© FB / xfactorgeვოკალური პროექტი X-Factor
ვოკალური პროექტი X-Factor - Sputnik საქართველო
გამოწერა
X-Factor-ის შესარჩევი ტურის მესამე ლაივი შედგა

თბილისი, 9 მაისი — Sputnik. X-Factor-ის შესარჩევი ტურის მესამე ლაივი ტელეარხ „იმედზე“ სიმპათიისა და ფლირტით იყო სავსე.

ჟიურის წევრმა, ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ ბათუმელი ანრი გუჩმანიძისადმი განსაკუთრებული სიმპათია ვერ დამალა.

„ისღა დამრჩენია, ვიოცნებო, 20 წლით ახალგაზრდა ვიყო“, — ინატრა ნანიკომ. მან ასევე აღნიშნა, რომ „თუ ასეთი ფიზიკური მონაცემებით ანრი კარგად მღერის კიდეც, მაშინ ეს ნადვილად წარმატებაა“.

ბათუმელმა მონაწილემ შეარჩია ედ შერანის სიმღერა Thinking out Loud. რომანტიკულმა კომპოზიციამ მას ოთხი „კი“ და მსმენელი გოგონების აღფრთოვანება მოუტამა.

შოუს კიდევ ერთმა მონაწილემ, ამჯერად ზუგდიდიდან, თამუნა ლილუაშვილმა გააოცა ჟიური თავისი ვოკალური მონაცემებით, თანაც ის მხოლოდ 16 წლისაა. თამუნა მივიდა შოუზე ბებიას გამო, რომელიც მისი პირველი მსმენელია. ჯენიფერ ჰადსონის სიმღერა I am Changing თამუნას კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასვლაში დაეხმარა.

თბილისელმა დოდონა ნამორაძემ დაიპყრო მსმენელი ინტელექტისა და შესანიშნავი ვოკალის სინთეზით, რომელსაც ჟიურიმ „ინტელექტუალური ვოკალი“ უწოდა. 365 დღეში გოგონამ 500 წიგნი წაიკითხა და დანებებას არ აპირებს. X-Factor-ში კი დოდონა კიდევ ერთ ჰობიში წარმატების მიღწევას აპირებს. შესრულებული სიმღერის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ეს მას გამოუვიდა.

წელს X-Factor-ის ჟიურის შემადგენლობაში არიან მომღერალი და პროდიუსერი სტეფანე, ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე, კომპოზიტორი დათო ევგენიძე და პოპ-მომღერალი თამთა გოგუაძე.

უცვლელი რჩება წამყვანების დუეტი — ვანიკო თარხნიშვილი და რუსკა მაყაშვილი.

The X Factor — ტალანტების სატელევიზიო კონკურსების ფორმატია, რომლის ავტორიც ბრიტანელი პროდიუსერი საიმონ კოუელია. პროექტი პირველად ბრიტანულ ITV-ის არხზე 2004 წლის სექტემბერში გამოჩნდა.

ბრიტანული პროექტის ქართულმა ანალოგმა სტარტი 2013 წლის 14 აპრილს აიღო, რომლის გამარჯვებულიც 27 წლის შემსრულებელი თორნიკე ყიფიანი გახდა. შემდეგი სეზონების გამარჯვებული გახდნენ გიორგი ნაკაშიძე, ავთანდილ აბესლამიძე და სანდრო კურცხალიძე.

 

ყველა ახალი ამბავი
0