შემოდგომაზე თბილისში თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი SOU 2018 გაიმართება

© FB / SOU festivalბიორკი თბილისში
ბიორკი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე ექსპერიმენტული მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის SOU 2018 დეტალური პროგრამა 6 აგვისტოს გამოქვეყნდება.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი SOU 2018/ another sea თბილისში 28 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების Facebook-გვერდზე.

წელს SOU 2018 თბილისის საზღვრებს გასცდება. დეტალური პროგრამა და არტისტების ვინაობა 6 აგვისტოს გამოქვეყნდება.

GEM Fest 2017 - Sputnik საქართველო
GEM Fest–ი ანაკლიაში – ორგანიზატორები 140–მდე შემსრულებლის ჩამოყვანის პირობას დებენ

SOU (ინგლისურად Stream of Unconsciousness — არაცნობიერის ნაკადი) — ესაა ყოველწლიური აუდიოვიზუალური ფესტივალი თანამედროვე ექსპერიმენტული მუსიკისა და ხელოვნების არტისტებისთვის მთელი მსოფლიოდან.

ფესტივალი, ტრადიციულად, წელსაც მრავალფეროვან თანამედროვე ხელოვნებას წარმოადგენს: თანამედროვე მუსიკას, ვიზუალურ ხელოვნებას, აკუსტიკურ ექსპერიმენტებს, თანამედროვე ოპერას, მუსიკალურ თეატრებს, ციფრულ და მედიახელოვნებას, თანამედროვე ცეკვებსა და მრავალ სხვა მიმართულებას.

ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და მაშინ თბილისში 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადამიანების დაინტერესების გამო შემდეგ მისი ჩატარების დრო ერთ თვემდე გაიზარდა. ფესტივალში მონაწილეობდნენ ისეთი შემსრულებლები, როგორიც არიან ბიორკი, ტიოჯი იკედა, ლორენს ინგლიში და სხვ.

ყველა ახალი ამბავი
0