ვიკინგები გემზე

ვიკინგების ლაშქრობა საქართველოში: საზმაუ-ს ახალი ფილმი

4912
საქართველოში ვიკინგების ლაშქრობის შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა მაისში შედგება

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. დადასტურდა ვარაუდი, რომ ვიკინგებმა საქართველოს მიაღწიეს და ეს ისტორია ახალ დოკუმენტურ ფილმს დაედო საფუძვლად, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გადაიღო.

სიუჟეტს საფუძვლად დაედო XI საუკუნის ესპანური საგა, ასევე საქართველოში შვედი მეცნიერი მატს ლარსონის ექსპედიციის შედეგები. საგაში მოთხრობილია XI საუკუნეში კასპიის ზღვაზე შვედი ვიკინგის, ინგვარის ლაშქრობაზე და მის მოულოდნელ გარდაცვალებაზე.

2004 წელს რიონისა და მტკვრის ხეობებში საგანგებო ექსპედიცია შედგა. გაირკვა, რომ ვიკინგები ნამდვილად იმყოფებოდნენ საქართველოში.

კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, პირველმა არხმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ვიკინგების უკანასკნელი ლაშქრობა“.

ფილმის რეჟისორის, შალვა შენგელის თქმით, მან დიდხანს ფიქრობდა იმაზე, რა ფორმით მოეყოლა ეს ამბავი. 

„მოვიფიქრეთ, რომ მთავარ გმირად გვექცია მატს ლარსონი, ის მეცნიერი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და იგივე მარშრუტი გაიარა, რაც ვიკინგებმა თავის დროზე გაიარეს“, — განუცხადა რეჟისორმა პირველ არხს. 

დოკუმენტური ფილმის დახურულ პრემიერას „კავეა გალერიაში“ თავად მატს ლარსონი ესწრებოდა.

ფილმის ოპერატორი გიორგი ვაწაძე ამავდროულად ფილმის მთავარი გმირიცაა. ტელემაყურებლები „ვიკინგების უკანასკნელ ლაშქრობას“ საზმაუ-ს ეთერში მაისში ნახავენ.


4912
თემები:
ქართული კინო (72)