ჯინოს პრეზენტაცია

ქართულმა ანიმიაციამ „ჯინო“ ნიუ–დელიში ფესტივალზე გრან–პრი მიიღო

54
(განახლებულია 17:42 13.04.2018)
ინდოეთში გამართული საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები გომბეშოსა და მისი მეგობრების თავგადასავალმა აღაფრთოვანა

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. დავით კიკნაველიძის ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ჯინო“ ინდოეთის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალზე გრან–პრის მფლობელი გახდა, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში

პირველი ქართული 3D ანიმაცია საუკეთესო ანიმაციურ ფილმად ერთხმად აღიარეს.

რეჟისორმა დავით კიკნაველიძემ 30-წუთიანი მულტფილმი „ჯინო“  ანიმაციურ სტუდია Lira Production-ში, ქართული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნა.

„ჯინოს“ სიუჟეტის ცენტრში გომბეშო ჯინოსა და მისი მეგობრების თავგადასავალია, რომლებიც ლამაზი ტბის ნაპირას ცხოვრობენ. ერთხელაც ცხოველები დილემის წინაშე აღმოჩნდებიან — მათ მიწაზე ადამიანები მშენებლობას იწყებენ, რის გამოც ცხოველები იძულებული ხდებიან დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის — სახლის გადასარჩენად.

 

54
თემები:
საქართველო და კულტურა (738)