ნინო ქათამაძე

ნინო ქათამაძე თბილისში კონცერტს გამართავს

61
(განახლებულია 16:27 13.04.2018)
მომღერალი მსმენელს სასიამოვნო საღამოს ჰპირდება

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი და ჯგუფი Insight –ი თბილისში, 14 აპრილს კონცერტს გამართავს, ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებაში.

მრავალფუნქციონალურ ცენტრ  Respublic–ში გამართულ კონცერტზე ნინო ქათამაძე და  DJ Kordz–ი (ალექსი კორძაია) პირველად შეასრულებენ ახალ ერთობლივ კომპოზიციებს..

მომღერლის თქმით, კონცერტზე შესრულდება მსმენელისთვის საყვარელი ჰიტები და ასევე  რამდენიმე ახალი კომპოზიცია უჩვეული ელექტრონული არანჟირებით.  საღამო Kordz–ის სოლო–პროგრამით დასრულდება.  

Kordz–ი ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსია, რომელიც ელექტრონული მუსიკის მიმართულებით მუშაობს. მუსიკოსის ბავშვობაში ოჯახი საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა, სადაც დიჯეი დღემდე ცხოვრობს. მას ელექტრონული მუსიკისადმი ინტერესი 17 წლის ასაკში გაუჩნდა. მის შემოქმედებაზე გავლენა იქონიეს  ჯგუფებმა Justice და  Daft Punk.

ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. პირველად სცენაზე ოთხი წლის გამოვიდა. 1990 წელს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფთან ერთად გამოდიოდა და მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში.

პროფესიული კარიერა ჯგუფ Insight-თან ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებს ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში. ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში „ვაშლი", „ინდი", „ქალთევზა", „გზატკეცილი М8" და სხვა.

ნინო ქათამაძე საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მუსიკალურ ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობს.

 

61
თემები:
საქართველო და კულტურა (546)