კამერული ორკესტრი

„საქართველოს სიმფონიეტა“ რეგიონებში კონცერტებს გამართავს

38
(განახლებულია 14:49 13.04.2018)
თელავში, დუშეთში, რუსთავში, ზუგდიდსა და სტეფანწმინდაში გამართულ საღამოებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სამუსიკო სკოლების წარჩინებული მოსწავლეებიც

თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობის მასშტაბური პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტებს საქართველოს რეგიონებში გამართავს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

პროექტი Check in Georgia მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, 2016 წლის აპრილიდან დაიწყო. პროექტის მიზანი საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ამაღლებაა.

გავრცელებული ინფორმაციით, კონცერტების ჩატარება საქართველოს ხუთი სხვადასხვა რეგიონის შვიდ ქალაქში იგეგმება.

თელავში, დუშეთში, რუსთავში, ზუგდიდსა და სტეფანწმინდაში გამართულ საღამოებში „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სამუსიკო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები. მცხეთაში კი პირველად შესრულდება ბაროკოს ეპოქის მუსიკა.

პროგრამის მოსამზადებლად ორკესტრთან იმუშავებს გერმანელი მევიოლინე და დირიჟორი კრისტოფ მაიერი, რომელიც ასევე მიიღებს კონცერტში მონაწილეობას. 

სახელმწიფო კამერული ორკესტრი 2008 წელს შეიქმნა,  2010 წელს კი მას სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა.

 

 

 

38
თემები:
პროექტი Check in Georgia (30)