„ბახი მეტროში" – საქართველო უნიკალური პროექტის ეპიცენტრშია

© Sputnik / Alexander Imedashviliოპერისა და ბალეტის თეატრი
ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტი „ბახი მეტროში" მსოფლიოს ასზე მეტ ქალაქში ტარდება, თუმცა, ინიციატივის ავტორი მხოლოდ სამ ქალაქს ეწვევა, რომელთაგან ერთ-ერთი თბილისია.

თბილისი, 19 მარტი — Sputnik. თბილისი საერთაშორისო მუსიკალურ აქციას „ბახი მეტროში" მეოთხედ შეუერთდება — საზოგადოებრივ ადგილებში ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოებები აჟღერდება.

პროექტის „ბახი მეტროში" ავტორია ამერიკელი ჩელისტი მასაჩუსეტსიდან დეილ ჰენდერსონი. რაღაც მომენტში მან მთელი სიმძაფრით შეიგრძნო ის დაშორება, რომელიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებასა და ბახის ამაღლებულ მუსიკას შორის გაჩნდა. სწორედ იმისათვის, რომ ყოველდღიური ცხოვრება კლასიკურ მუსიკასთან გაეერთიანებინა, კომპოზიტორის დაბადების დღეს, 2010 წლის 21 მარტს დეილი თავისი ჩელოთი ჩავიდა ნიუ–იორკის მეტროში და ბახის ნაწარმოებები შეასრულა.

ემინ აგალაროვი - Sputnik საქართველო
ემინ აგალაროვი ორკესტრთან ერთად თბილისში კონცერტს გამართავს

შემდეგ ის უკრავდა ბახს ტაიმ–სკვერზე და სხვა საზოგადო ადგილებში, სადაც ჩვეულებრივი მგზავრები ამ დიდ მუსიკას ეზიარებოდნენ. იგივე გაიმეორა ჰენდერსონმა შემდეგ წლებშიც.

მოძრაობა „ბახი მეტროში" შეუმჩნეველი არ დარჩენილა. 2015 წლიდან 39 ქვეყნის 129 ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელში ბახის მუსიკა აჟღერდა.

წელს საქართველოში ბახის 333-ე დაბადების დღეს 25 მარტს, 13:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში აღნიშნავენ.

„წელს ბახის დაბადების დღე განსაკუთრებული დღეა საქართველოსთვის. რამდენადაც Bach in the Subways-ის წარმომადგენლებმა მსოფლიოში სამი ქალაქი — სინგაპური, თბილისი და მესამე ქალაქი (ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია) შეარჩიეს, სადაც მონაწილეობის მისაღებად თავად პროექტის ავტორი ჩამოვა. გარდა ამისა, ჩამოდის ფილმის „Bach in the Subways მსოფლიოს გარშემო" გადამღები ჯგუფი. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო ამ საოცარი პროექტის ეპიცენტრშია", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სამუსიკო სკოლების სტუდენტები, ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები და პროფესორები, ასევე ბევრი საინტერესო მუსიკოსი.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0