გერმანია ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდ ცურვას" ელოდება

© Photo: courtesy of Irakli Charkvianiირაკლი ჩარკვიანი
ირაკლი ჩარკვიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სიურრეალისტური რომანი–აღსარება გერმანულ ენაზე გამოიცემა.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. ცნობილი ქართველი მუსიკოსის, მწერლის, პოეტისა და ავტორ–შემსრულებლის ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიულ რომანს „მშვიდი ცურვა" გერმანიაში გერმანულ ენაზე გამოსცემენ.

წიგნი სახელწოდებით „ცურვა. ერთი მეფის ცხოვრებიდან" (Dahinschwimmen. Aus dem Leben eines Königs) 2018 წლის ზაფხულში გამომცემლობა Dagyeli Verlag-ში გამოიცემა.

რომანის თარგმანზე, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, იუნონა გურული მუშაობდა.

© Sputnik / Levan Avlabreliირაკლი ჩარკვიანის "მშვიდი ცურვა" თბილისის წიგნის ფესტივალზე
Роман Ираклия Чарквиани Спокойное плавание на книжном фестивале в Тбилиси  - Sputnik საქართველო
ირაკლი ჩარკვიანის "მშვიდი ცურვა" თბილისის წიგნის ფესტივალზე

„მშვიდი ცურვა" — ირაკლი ჩარკვიანის სიურრეალისტური რომანი–აღსარებაა. წიგნი ავტორის მიერ პირობითაც ორ ნაწილად — ჩარკვიანის ორ ალტერ-ეგოდ იყოფა: პირველ მათგანში ავტორი მოგვითხრობს ცნობილი ირანელი სუფი პოეტის რუმის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე და მისი სეხნიის — ქაბულელი ტერორისტის ისტორიას. მეორე ნაწილში კი თავის ბიოგრაფიასა და სურვილებზე საუბრობს.

აღსანიშნავია, რომ წიგნის ფინალში ირაკლი მკითხველს ჰპირდება "მშვიდი ცურვის" ტრილოგიის სხვა ნაწილების გამოცემას, თუმცა მწერალს დანაპირების ასრულება არ დასცალდა — იგი რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

ირაკლი ჩარკვიანის ძეგლი - Sputnik საქართველო
„მეფის“ ხსოვნას ეძღვნება: ირაკლი ჩარკვიანის ჰიტების საუკეთესო ქავერების ტოპ-ათეული

„გაგარინის ქართველი თაობა სასოწარკვეთილების, პანკის, ჰიპ-ჰოპისა და ნარკოტიკების ფონზე, მოლაპარაკე ძაღლი, ავღანელი ტერორისტების ლიდერი, ჯალალ-ედ-დინ რუმის რეინკარნაცია, როკ-მუსიკოსი ირაკლი, დაღლილი ლენინი მეოთხე განზომილებიდან, სიკვდილის ანგელოზი — ეს გიჟური რომანია", — ნათქვამია გერმანული გამოცემის განცხადებაში.

ირაკლი ჩარკვიანი — ალტერნატიული მუსიკის პოპულარული ქართველი შემსრულებელი, კომპოზიტორი, პოეტი და პროზაიკოსი. მუსიკოსის ნიჭის თაყვანისმცემლები მას ამ დრომდე უწოდებენ "მეფეს". ჩარკვიანმა მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს დაიწყო. 1993 წელს გერმანიაში მისი სადებიუტო სოლო-დისკი Svan Songs გამოვიდა, რომელიც დღემდე მიიჩნევა 1990-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად. "მეფე" რამდენიმე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორია, მას ეკუთვნის მუსიკა ფილმისთვის "ორფეოსის სიკვდილი" (1996).

ირაკლი ჩარკვიანი გულის უკმარისობით 2006 წლის 24 თებერვალს გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0