სანქტ-პეტერბურგში ქართული ჰანგები აჟღერდება

© photo: Sputnik / Alexei Danichev / გადასვლა მედიაბანკშისანქტ-პეტერბურგი
სანქტ-პეტერბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანქტ-პეტერბურგში მარტში თეიმურაზ წიკლაური, ალექსანდრე ლომია და ლიკა ხანთაძე გამოვლენ.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგის მაქსიმ გორკის სახელობის კულტურის სახლში 21 მარტს გაიმართება მუსიკალური საღამო „საქართველოს სიმღერები".

როგორც საღამოს ორგანიზატორები აღნიშნავენ, ქართულ სიმღერებში სარკესავით არის ასახული ქართველი ხალხის ისტორია, სულიერი სწრაფვა, სიკეთე, პატრიოტული და გმირული განწყობა.

ალექსანდრე ლომია - Sputnik საქართველო
ქართული სიყვარული, ანუ მომღერალი ქირურგის ისტორია

საღამოს სტუმრებისთვის იმღერებენ ლეგენდარული ანსამბლი „ივერიის" წამყვანი სოლისტი თეიმურაზ წიკლაური, ალექსანდრე ლომია, რომელიც ცნობილია Jambazi-ს სახელით, საესტრადო სიმღერის საერთაშორისო კონკურსის Путь к звёздам გრან-პრის მფლობელი, იურმალის ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი ლიკა ხანთაძე.

„ასევე მოისმენთ დაუვიწყარ სიმღერებს ბოჯგუების ოჯახის შესრულებით. მათი ხმები განუმეორებელია, ხოლო ლირიკული ტექსტი სამუდამოდ გულებში აღიბეჭდება", — აღნიშნულია კულტურის სახლის განცხადებაში.

საღამო ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთები უკვე იყიდება. მეტი ინფორმაცია საღამოს შესახებ იხილეთ აქ.

ყველა ახალი ამბავი
0