ტატო ახალკაციშვილი

ქართველი მხატვარი Art Dubai-ს დასაპყრობად მიემგზავრება

305
(განახლებულია 16:36 08.02.2018)
Art Dubai ახლო აღმოსავლეთში ხელოვნების სფეროს მთავარი მოვლენაა. იქ მთელი მსოფლიოს მოდური მხატვრები იყრიან თავს

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ქართველი მხატვარი ტატო ახალკაციშვილი პროგრამაში „რეზიდენტები" Art Dubai 2018 მონაწილეობისთვის შეარჩიეს, რომელიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ხელოვნების უდიდესი ბაზრობის წინ იმართება.

პროგრამაში მონაწილეობით, მხატვრები და გალერეის წარმომადგენლები მთელი მსოფლიოდან ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, შექმნიან ხელოვნების ახალ ნაწარმოებებს. მათ მიერ შექმნილი ექსპონატები გამოიფინება Art Dubai-ს მე-12 ბაზრობაზე, რომელიც დუბაიში 21-24 მარტს გაიმართება.

ტატო ლასხიშვილის გარდა, პროგრამა „რეზიდენტებში" მოხვდნენ ისეთი მხატვრები, როგორიც არიან Poonam Jain, Farshad Farzankia, Yasuaki Onishi, Victor Ehikhamenor, Зохра Zohra Opoku, Jennifer Ipekel, José Lerma, Faris Alosaimi, Iabadiou Piko და Kristina Alisauskaite.

ტატო ახალკაციშვილი 1979 წელს თბილისში დაიბადა. დაამტავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სტაჟირება სანქტ-პეტერბურგში გაიარა. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენაში საქართველოში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდებში, მაკედონიაში, იაპონიაში, ჩინეთში და სხვა.

Art Dubai ახლო აღმოსავლეთის ხელოვნების ნიმუშთა მთავარი ბაზრობაა, რომელიც მოდურ მხატვრებს მთელი მსოფლიოდან ყოველწიურად კრებს.

305
თემები:
საქართველო და კულტურა (263)