სამეფო ნაციონალური ბალეტის ცეკვებს რუსეთში შეაფასებენ

© FB / Royal National Ballet„სამეფო ნაციონალური ბალეტი“
„სამეფო ნაციონალური ბალეტი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მოცეკვავეები წარმოადგენენ ქართული თვითმყოფადი კულტურის ამსახველ შოუს

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. საქართველოს „სამეფო ნაციონალური ბალეტი" პროგრამით „საქართველოს ცეცხლი" რუსეთში დიდი საგასტროლო ტურის ფარგლებში ქვეყნის 14 ქალაქს ეწვევა, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

ტური რუსეთის ქალაქებში 2018 წლის თებერვალ-მარტში გაიმართება.

კონცერტები ჩატარდება ეკატერინბურგში, კემეროვოში, მეჟდურეჩენსკში, ნოვოკუზნეცკში, ირკუტსკში, ხაბაროვსკში, ვლადივოსტოკში, კალუგაში, ლუგანსკში, ვორონეჟში, ტამბოვში და სხვა ქალაქებში.

„საქართველოს ცეცხლი" — ეს ცალკეული საცეკვაო ნომრების ნაკრები არ არის, არამედ საერთო იდეითა და სიუჟეტური ხაზით გაერთიანებული მთელი სპექტაკლია", — ნათქვამია ეკატერინბურგის ახალგაზრდობის სასახლის ვებ-გვერდზე.

„სამეფო ნაციონალური ბალეტი" საქართველოში 2008 წელს ქართველმა ქორეოგრაფებმა გელა ფოცხიშვილმა და მაია კიკნაძემ დააარსეს.

ყველა ახალი ამბავი
0