ბიჭების გუნდი ასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერას

გურიაში ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის მუზეუმი გაიხსნება

46
(განახლებულია 09:49 15.01.2018)
მუზეუმის მშენებლობის იდეა ანზორ ერქომაიშვილს ეკუთვნის

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის მუზეუმის მშენებლობა დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ (Rustavi 2). 

„მსგავის დაწესებულების მშენებლობა სოფლისთვის ბევრს ნიშნავს, ჯერ სოფელი გაიღვიძებს ასე ვთვათ, მერე ხალხი დასაქმდება, ადგილობრივებია დასაქმებული მშენებლობაზეც და შემდეგში აქ კულტურის ცენტრი იქნება“, — განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ფილიპე ცელაძემ.

მუზეუმის მშენებლობის იდეა ხალხური სიმღერების შემკრებს, საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს ანზორ ერქომაიშვილს ეკუთვნის და ის მისი ბაბუის — არტემ ერქომაიშვილის, სახელობის იქნება.

მუზეუმის მშენებლობა უკვე დაიწყო და ის მიმდინარე წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს.

მშენებლობას ადგილობრივი ბიუჯეტი დააფინანსებს. 


46
თემები:
საქართველოს ხალხური ხელოვნება და კულტურა (31)