ქართულ კინოს ბრიუსელის ფესტივალზე უჩვენებენ

© photo: Hostages / FBკადრი ფილმიდან „მძევლები"
კადრი ფილმიდან „მძევლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინოფესტივალის მონაწილეები და სტუმრები ქართველი მეტრებისა და დამწყები რეჟისორების ფილმებს იხილავენ

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ბრიუსელის ცნობილი სახვითი ხელოვნების ცენტრი BOZAR (შვეიცარია) 17-23 იანვარს ქართული ფილმების რეტროსპექტივას აწყობს.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ქართული კინოს ჩვენება BOZAR-ის ცენტრის კინოფესტივალის Bridges. East of West Fest ფარგლებში ჩატარდება.

კადრი ფილმიდან „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ - Sputnik საქართველო
„საუკეთესო ფილმები 2017, რომლებიც არ გინახავთ“ - ქართული ფილმი ტოპ-ხუთეულშია

ქართული რეტროსპექტივის პროგრამაში კინოფესტივალის მონაწილეები და სტუმრები ქართველი მეტრებისა და დამწყები რეჟისორების ფილმებს იხილავენ.

წარმოდგენილი იქნება: ანა ურუშაძის „საშიში დედა", რეზო გიგინეიშვილის „მძევლები", ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთელი, ანუ დაუჯერებელი ამბავი", მარიამ ხაჭვანის „დედე", ასევე სალომე მაჩაიძის, თამუნა ქარუმიძისა და დავით მესხის „როცა დედამიწა მსუბუქია".

ქართულ კინოცენტრში აღნიშნავენ, რომ აუდიტორია წარმოდგენილი ფილმების ავტორებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში შეძლებს გასაუბრებას.

ქართულ ფილმებთან ერთად Bridges. East of West Fest-ზე ასევე წარმოდგენილი იქნება სომხური, აზერბაიჯანული, ბელარუსული, მოლდოვური და უკრაინული ფილმები. დაწვრილებით ფესტივალის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0