ახალგაზრდა ქართველი რეჟისორები Berlinale Talents-ზე გაემგზავრებიან

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიბერლინალე
ბერლინალე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Berlinale Talents-ზე საქართველოდან გაემგზავრებიან რეჟისორები ანა სარუხანოვა და რატი წითელაძე, ასევე სცენარისტი და მსახიობი ნინო ვარსიმაშვილი

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. სამი ახალგაზრდა ქართველი კინემატოგრაფისტი პროგრამა „ბერლინალეს ტალანტების" (Berlinale Talents) მონაწილეები გახდნენ, რომელიც ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში 17-22 თებერვლის პერიოდში გაიმართება.

Berlinale Talents-ი — ეს ბერლინალეს ინიციატივით შექმნილი მრავალმხრივი საგანმანათლებლო პროგრამაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან 250 იმედისმომცემ პროფესიონალს შესაძლებლობას მისცემს მსოფლიო კინემატოგრაფის აღიარებული ოსტატების მასტერ-კლასებს დაესწონ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარონ.

ტრადიციულად, Berlinale Talents-ის მონაწილეებს მათი მიღწეული წარმატებების, რეზონანსულობისა და ნამუშევრის აქტუალობიდან გამომდინარე, საერთაშორისო კომისია ირჩევს.

კინოფირი - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმი საფრანგეთის დასაპყრობად მიდის

წელს, როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, Berlinale Talents-ზე საქართველოდან გაემგზავრებიან რეჟისორები ანა სარუხანოვა და რატი წითელაძე, ასევე სცენარისტი და მსახიობი ნინო ვარსიმაშვილი.

2018 წლის Berlinale Talents-ის დევიზია "საიდუმლოებები"(Secrets): ასობით კინემატოგრაფისტი და ექსპერტი საკუთარი წარმატების საიდუმლოს გაამჟღავნებს და თანამედროვე კინოწარმოების აქტუალურ საკითხებს განიხილავს.

„აღსანიშნავია, რომ Berlinale Talents 2018-ზე მონაწილეობის სურვილი 133 ქვეყნიდან 3191-მა ადამიანმა გამოთქვა — რეჟისორებმა, პროდიუსერებმა, მსახიობებმა, სცენარისტებმა, ოპერატორებმა, კინოკრიტიკოსებმა, კომპოზიტორებმა და ა.შ.

2015 წელს Berlinale Talents-ის შესარჩევ კონკურსში მარიამ ხაჭვანის „დედემ" გაიმარჯვა, რომელიც 11- ქვეყნის 2500 განაცხადიდან შეირჩა.

ყველა ახალი ამბავი
0