თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი

თბილისში მასკანის ოპერის „სოფლის ღირსება" პრემიერა გაიმართება

69
(განახლებულია 11:07 19.12.2017)
ოპერის განახლებულ ვერსიაზე მუშაობდნენ რეჟისორი ვიქტორ გარსია სიერა, დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი და სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში სამშაბათს იტალიელი კომპოზიტორის, პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსება" განახლებული ვერსიის პრემიერა გაიმართება. ოპერა 1890 წელს ჯოვანი ვერგას ნოველის მიხედვით შეიქმნა.

ოპერა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ვერიზმის მიმდინარეობისა (იტალიურად verismo, vero — ჭეშმარიტი, ნამდვილი — რეალისტური მიმართულება იტალიურ ლიტერატურასა და ხელოვნებაში) და ხშირად სრულდება ამ მიმართულების მეორე ასევე ძალზე ცნობილ, რუჯერო ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზებთან" ერთად.

„სოფლის ღირსების" პრემიერა 1890 წლის 17 მაისს რომის თეატრ „კონსტანციში" გაიმართა და დიდი წარმატება ხვდა წილად. იმავე წელს ოპერის პრემიერა იტალიის რიგ ქალაქებსა და ბერლინში გაიმართა.

მასკანის ოპერის პრემიერა საქართველოში 1892 წლის 12 იანვარს გაიმართა. ოპერა შეასრულეს თბილისის არტისტული საზოგადოების კლუბის წევრებმა.

ოპერის განახლებულ ვერსიაზე, რომელსაც თბილისელები 19 დეკემბერს მოისმენენ, იმუშავეს რეჟისორმა ვიქტორ გარსია სიერამ (იტალია), დირიჟორმა ზაზა აზმაიფარაშვილმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი მაისურაძემ. სპექტაკლის ეს ვერსია პირველად გენუაში, Teatro Carlo Felice-ში დაიდგა, ნათქვამია ოპერისა და ბალეტის თეატრის Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სცენოგრაფია ეკუთვნის იტალო გრასის (იტალია) ეკუთვნის, ხოლო კოსტიუმები სპეციალურად ქართული პრემიერისთვის მადრიდში, PERIS COSTUMES —ის სამკერვალოში დამზადდა.

მთავარ როლებს საპრემიერო სპექტაკლში ასრულებენ: მოწვეული სოლისტები — მიხელ შეშაბერიძე და ნინო სურგულაძე, თბილისის თეატრის სოლისტები — სულხან გველესიანი, ელენე ჯანჯალია და ირინა ალექსიძე. ასევე სპექტაკლში მონაწილეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი.

ოპერის საპრემიერო წარმოდგენები გაიმართება 19, 20, 23 და 24 დეკემბერს. დასაწყისი 20:00 საათზე. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროებსა და ონლაინ — tkt.ge

 

69
თეგი:
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
თემები:
საქართველო და კულტურა–2018 (806)
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი

„ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში": ეროვნულ ბიბლიოთეკაში ვირტუალური გამოფენა მოეწყო

54
გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტომასალა, რომელიც ასახავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად,  მოამზადა პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ვირტუალური გამოფენა სახელწოდებით „ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში".

დღეს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტომასალა, რომელიც ასახავს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფი კორონავირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებში მყისიერად ჩაერთო და მთელი საქართველოს მასშტაბით კომპლექსური ღონისძიებები განახორციელა. საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების, საკარანტინო ზონების დაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების კონტროლის პარალელურად პოლიცია მოსახლეობას მუდმივად ედგა მხარში და ეხმარებოდა“, - ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადებაში.

ფოტოგამოფენის დასათვალიერებლად ეწვიეთ ბმულს: "ქართველი პოლიციელები ხალხის სამსახურში".

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოში ორთვიანი საგანგებო მდგომარეობა 23 მაისს მოიხსნა. შეზღუდვების ნაწილი ისევ ძალაში რჩება, მათ შორის დაკეტილია კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ყველა ღონისძიება ონლაინ იმართება.

პოლიციელის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამინისტროს 5 ათასამდე თანამშრომელს სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

პოლიციის დღე, რომელიც 2010 წელს დაარსდა, ბოლო წლებში 31 მაისს აღინიშნება.

54
თემები:
საქართველო და კულტურა
ბავშვები კომპიუტერთან

საქართველოში ონლაინ–რეჟიმში ხორციელდება პროექტი „კინო სკოლაში“

65
(განახლებულია 21:49 29.05.2020)
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდობას საშუალება ეძლევა გაეცნოს მსოფლიო კინოს, კინოინდუსტრიის შიდა სამზარეულოს და, ამასთან, პირველი ნაბიჯები გადადგას კინემატოგრაფიაში.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პროექტი „კინო სკოლაში“ 2020 წლის გაზაფხულის სეზონს განსხვავებული ფორმატით, ონლაინ–პლატფორმის გამოყენებით ატარებს, ნათქვამია კინოცენტრის ვებ-გვერდზე.

საგანმანათლებლო ონლაინ–პლატფორმა ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით შეიქმნა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს გარდა, პროექტში „კინოს კუთხე“ (THE FILM CORNER) მონაწილეობენ იტალია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, სერბეთი და სლოვენია. ეს არის საერთაშორისო კინო-საგანმანათლებლო რესურსი, რომლის მიზანია კინოსპეციფიკის სწავლება ონლაინ–ფორმატში. 

„ამ დროისთვის პროექტში ჩართულია 17 კინომისიონერი, 40 სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით და 285 კინოსკოლელი. სასწავლო რესურსი განკუთვნილია 13-19 წლის მოზარდებისთვის და აერთიანებს რამდენიმე თემას: კადრის შექმნა, გამოსახულების გაჭრა, კადრს მიღმა მოქმედება, მონტაჟი, პარალელური მოქმედება, ხმა, პერსონაჟის შექმნა და ა.შ.“ – ნათქვამია განცხადებაში.

მოსწავლეებს სწორედ კინომისიონერების დახმარებით ეძლევათ შესაძლებლობა, გადავიდნენ პრაქტიკულ სამუშაოებზე და ონლაინ–რეჟიმში შეასრულონ კონკრეტული დავალებები, რაც სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურს ხდის, აღნიშნავენ კინოცენტრში.

ამჟამად საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობს მუშაობა ორ თემატურ აპლიკაციაზე – პროპაგანდა კინოში და კინოს საშუალებით ხელოვნების სწავლება. აპლიკაციები ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი იქნება მომავალი წლიდან.

ეროვნული კინოცენტრის პროექტი „კინო სკოლაში“ 2014 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.

 

65
თემები:
საქართველო და კულტურა
განათლების სამინისტრო

საქართველოში  პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო

0
(განახლებულია 08:06 01.06.2020)
საქართველოს კანონმდებლობით, პირველ კლასში რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რომ ბავშვს 15 სექტემბრისთვის ექვსი წელი შეუსრულდეს

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოში 1 ივნისიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი დაიწყო, რომელიც 25 ივნისამდე გაგრძელდება, ნათქვამია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებაში.

მესამე ეტაპზე დოკუმენტაციის წარდგენა 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს. რეგისტრაციისთვის აუცილებელ ინსტრუქციას გაეცანით აქ.

რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე. თუ დადგენილ ვადებში დოკუმენტაცია არ იქნება წარმოდგენილი, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი შეეხო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს. აღნიშნული ეტაპი 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე განხორციელდა, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 11 მაისიდან დაიწყო და 1 ივნისამდე გაგრძელდა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლაში აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისა და რეგისტრაციის ვადები გაახანგრძლივა.

0
თემები:
განათლება საქართველოში