ქართულმა ფილმმა პორტუგალიის საერთაშორისო ფესტივალზე ჯილდო მოიპოვა

© photo: 8 Minutes / FBკადრი ფილმიდან „8 წუთი“
კადრი ფილმიდან „8 წუთი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო კინოფესტივალებზე ეს ქართული ფილმის რიგით მეხუთე წარმატებაა.

თბილისი, 16 დეკემბერი — Sputnik.  პორტუგალიის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების Planos Film ფესტივალზე ქართული ფილმი  „8 წუთი“ საუკეთესო სცენარის ნომინაციაში გამარჯვებულად დასახელდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საერთაშორისო კინოფესტივალებზე ეს ქართული ფილმის რიგით მეხუთე წარმატებაა. ფილმი მანჰეტენის, სიდნეის, რუმინეთის და იზმირისა ფესტივალების გამარჯვებულია.

ფილმი „8 წუთი“ Sibler Films-ის სადებიუტო პროექტია.  მასზე ახალგაზრდა რეჟისორები გიორგი გოგიჩაიშვილი, დათო აბრამიშვილი, სცენარისტები მარი ბექაური, ზაზა კოშკაძე, ასევე პროდიუსერები გეგა ხმალაძე და მაგდა დათუაშვილი მუშაობდნენ.

ფილმ „8 წუთის" (კომპანია Sibler Films) ხანგრძლივობაა 12:40 წუთი და მოგვითხრობს გმირების საქციელზე მას შემდეგ, რაც ისინი შეიტყობენ, რომ მზის სინათლეს დრო მხოლოდ რვა წუთი დარჩა, შემდეგ კი სრული სიბნელე დაისადგურებს.

იუნესკოს შტაბ-ბინა პარიზში - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმი იუნესკოში აჩვენეს

თბილისი პანიკაში ვარდება: ვიღაც სადღაც გარბის, ვიღაც თავს იკლავს, ვიღაც ისტერიკულად ყვირის. ხოლო სურათის მთავარ გმირს, რომლის როლსაც სლავა ნათენაძე ასრულებს, სრულებით განსხვავებულად, მშვიდად უჭირავს თავი. მისი ვაჟი ექსპედიციაშია და მასთან დაკავშირება შეუძლებელია. როგორ მოიქცევა ის ბოლო 8 წუთის განმავლობაში, ფილმის მთავარი საიდუმლოა.

ფილმში ასევე მონაწილეობენ ანი ბებია და გიორგი შარვაშიძე. 

ფილმმა „8 წუთი" უკვე აქტიურად დაიწყო თავისი საფესტივალო ისტორია. ის უკვე მრავალი კინოფესტივალის მონაწილეა. მათ შორისაა გერმანული „კოტბუსი", რუმინული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი; ფილმი ასევე მოხვდა Hastings Film Fringe (დიდი ბრიტანეთი), GoDebut European Film Festival (ლიტვა), Oaxaca FilmFest (მექსიკა), The 15th Asiana International Short Film Festival (კორეა) ფესტივალების ლონგლისტში.

სექტემბერში ფილმი-აპოკალიფსი „8 წუთი" სიდნეის საერთაშორისო ინდი-კინოფესტივალზე საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმად აღიარეს, ოქტომბერში კი მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების XX ფესტივალზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0