ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

გამოწერა
მსოფლიო დონის სპეციალისტებმა შეძლეს იმის დამტკიცება, რომ საქართველო - ღვინის სამშობლოა

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ქართული ღვინო, როგორც მსოფლიოში უძველესი, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე დეტალურად აღწერილია, თუ როგორ არის აღმოჩენილი უძველესი ღვინის ჭურჭელი, რომელთა დახმარებითაც მეცნიერებმა შეძლეს იმის დამტკიცება, რომ საქართველო — ღვინის სამშობლოა.

გინესის რეკორდების წიგნის ვებგვერდზე ასევე ნათქვამია, რომ ადრე მიიჩნეოდა, რომ მეღვინეობა ირანში წარმოიშვა, რადგან ბოლო აღმოჩენები დათარიღებულია ჩვ. წ.-მდე 5400-5000 წლებით, თუმცა ქართველმა მეცნიერებმა უცხოელ კოლეგებთან ერთად საქართველოში აღმოაჩინეს ჭურჭელი, რომელიც ადასტურებს, რომ მეღვინეობას აქ რვაათასწლიანი ისტორია გააჩნია.

კვლევები ჩატარდა მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში არსებულ შემდეგ გორა-ნამოსახლარებში: გადაჭრილის გორა, იმირის გორა და შულავერის გორა.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
მეცნიერები: მეღვინეობა მსოფლიოში საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდა

ყველა ეს ნამოსახლარი რელიეფში წარმოდგენილია როგორც ბორცვები და ნეოლითის პერიოდს ეკუთვნის, ანუ ჩვ. წ.-მდე დაახლოებით 6000 წლით თარიღდება  (ანუ კულტურას, რომელიც აქ 8 000 წლის წინ არსებობდა). ამ ნამოსახლარების მკვიდრებს ე.წ. შულავერი-შომუს კულტურას აკუთვნებენ.

აღმოჩენების ასაკის დასადგენად მეცნიერებმა სხვადასხვა მეთოდი გამოიყენეს. სპეციალურად მიწვეულმა სპეციალისტმა ასაკის დათარიღებისათვის გამოიყენა რადიოკარბონული (რადიონახშირბადის) მეთოდი, რომელიც ორგანიზმების ნარჩენებსა და გეოლოგიურ შრეებში ნახშირბადის რადიოაქტიური იზოტოპის შემცველობის გაზომვით ასაკის დათარიღების შესაძლებლობას იძლევა. ასევე მიიწვიეს სპეციალისტები თესლებსა და კურკებში, რომლებიც მაკრონარჩენებს სწავლობენ და პალინოლოგიის სფეროს მეცნიერები (პალინოლოგია სწავლობს მეცნიერებათა დარგობრივ კომპლექსს, რომელიც დაკავშირებულია ყვავილის მტვრის თესლებისა და სპორების მიკროსკოპის ქვეშ შესწავლასთან).

მოლეკულურ-მიკრობიოლოგიურმა კვლევამ ქიმიური მეთოდების დახმარებით დაადგინა, რომ აღმოჩენილ ჭურჭლებში ნამდვილად ღვინო ინახებოდა.

კვლევები ჩაატარეს საფრანგეთის, ისრაელის, იტალიისა და კანადის მეცნიერებმა.

არქეოლოგიური, ქიმიური, კლიმატური მონაცემების კომბინაციამ, ასევე გეობოტანიკის მონაცემებმა და რადიონახშირბადურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე კულტურული ვაზი უკვე გვიანი ნეოლითის ეპოქაში იყო გავრცელებული.


ყველა ახალი ამბავი
0