საბავშვო ევროვიზია 2017: ბილეთები უკვე იყიდება

გამოწერა
ევროვიზია 2017-ის შოუს გენერალური რეპეტიცია თბილისში 25 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო თავად შოუ – 26 ნოემბერს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ბილეთები ევროვიზიის ყოველწლიურ საბავშვო ვოკალურ კონკურსზე, რომელიც თბილისში 26 ნოემბერს გაიმართება, უკვე იყიდება.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) სალაროებსა და ვებ-გვერდზე tkt.ge.

ღონისძიება თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ბილეთები იყიდება როგორც მთავარ შოუზე, ისე გენერალურ რეპეტიციაზე დასასწრებად, რომელიც 25 ნოემბერს გაიმართება.

მეთხუთმეტეს საბავშვო ევროვიზიის სლოგანია „ანათე".

„გენერალური რეპეტიცია ლაივ–რეჟიმში მიმდინარეობს და მთავარი შოუს ანალოგიურია, რომელიც 26 ნოემბერს გაიმართება. ყველა მონაწილე ქვეყანაში ჟიური სწორედ ამ გენერალური რეპეტიციის მიხედვით აფასებს კონკურსანტებს, რომლის შედეგსაც მაყურებელი უკვე 26 ნოემბერს იხილავს პირდაპირ ეთერში", — აღნიშნულია საქართველოში ევროვიზიის ვებ-გვერდზე.

საქართველოს წარმომადგენელი 12 წლის გრიგოლ ყიფშიძე კონკურსზე წარდგება სიმღერით „გულის ხმა".

საგამოფენო ცენტრი „პარკოვი“ კიევში, სადაც „ევროვიზია-2017“-ის გახსნის ცერემონია გაიმართა - Sputnik საქართველო
ევროვიზია 2018: გამოცხადდა მონაწილე ქვეყნების სია

2017 წლის კონკურსში მონაწილეობენ საქართველო, რუსეთი, უკრაინა, სომხეთი, ბელარუსი, ირლანდია, კვიპროსი, მალტა, სერბეთი, ალბანეთი, პორტუგალია, მაკედონია, პოლონეთი, ავსტრალია, იტალია და ნიდერლანდები — სულ 16 ქვეყანა.

რიგით მე-15 კონკურსის ჩატარების უფლება საქართველოს 2016 წლის ევროვიზიაზე 10 წლის მარიამ მამადაშვილის გამარჯვებამ მოუტანა. სიმღერით "მზეო" ქართველმა შემსრულებელმა 17 ქვეყნის წარმომადგენელს გაუსწრო და 239 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

იმის შესახებ, რომ საქართველო მზადაა 2017 წელს საბავშვო „ევროვიზიას" უმასპინძლოს, კონკურსის ორგანიზატორებს გამარჯვებისთანავე აცნობეს. თუმცა, მოზრდილთა „ევროვიზიისგან" განსხვავებით, ბავშვთა კონკურსში გამარჯვებულ ქვეყანას მომდევნო წელს კონკურსის ჩატარების უფლება ავტომატურად არ ენიჭება. საქართველოში შოუს ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მაუწყებელთა კავშირმა გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიღო.

საქართველომ „საბავშვო ევროვიზიაზე" 2016 წელს მესამედ გაიმარჯვა — კონკურსის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია. 14 წლის განმავლობაში ის ორჯერ მოიგო მალტამ და ორჯერ — ბელარუსმა. პირველად 2008 წელს გაიმარჯვა ქართულმა კვარტეტმა „ბზიკები", 2011 წელს — ჯგუფმა Candy. მესამე გამარჯვება საქართველოს მარიამ მამადაშვილმა მოუტანა.

ყველა ახალი ამბავი
0