ანსამბლი „შავნაბადა" სტრასბურგიდან დაბრუნდა

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenkoსტრასბურგი
სტრასბურგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართულმა ანსამბლმა "შავნაბადამ" სტრასბურგში ევროპის ჰიმნის ახალი ვერსია შეასრულა, რომელიც ქართველმა კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ შექმნა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ფოლკლორული სიმღერის ქართულმა სახელმწიფო ანსამბლმა „შავნაბადამ" ევროპის საბჭოს სასახლეში დემოკრატიის VI მსოფლიო ფორუმის საზეიმო გახსნაში მიიღო მონაწილეობა.

ფორუმზე ქართული კოლექტივის გამოსვლა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივითა და ევროპის საბჭოს მიწვევით შედგა.

ქართულმა ანსამბლმა ევროპელი ლიდერებისა და ფორუმში მონაწილე ახალგაზრდების წინაშე ევროპის ჰიმნის — ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ბოლო ნაწილის ახალი ვერსია შეასრულა, რომელიც კომპოზიტორმა მიხეილ მდინარაძემ შექმნა. გარდა ამისა, ევროპის საბჭოს სასახლეში გაჟღერდა ხალხური სიმღერები და ჯანსუღ კახიძის „მრავალჟამიერი".

სტრასბურგიდან დაბრუნებული ანსამბლი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა.

ევროპის ჰიმნი — ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ჰიმნი, ევროპის ერთ-ერთ სიმბოლოს წარმოადგენს. ის ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის მეოთხე ნაწილის მთავარ თემაზეა შექმნილი და ოფიციალურ ღონისძიებებზე სრულდება. ფრიდრიხ შილერმა 1785 წელს დაწერა ლექსი „ოდა სიხარულს". 1823 წელს, შილერის გარდაცვალების შემდეგ, ლექსი ბეთჰოვენმა მეცხრე სიმფონიის მეოთხე ნაწილისთვის გამოიყენა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა სტრასბურგში 1972 წლის 19 იანვარს ევროპის ჰიმნი ოფიციალურად გამოაცხადა.

გენერალური ასამბლეის დარბაზი გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
აღიარება საერთაშორისო არენაზე: საქართველოს წარმატება გაეროში

„შავნაბადას" სახელმწიფო ანსამბლი 2005 წელს დაარსდა. კოლექტივის წევრები ფოლკლორული ანსამბლების — „მართვესა" და „ბიჭების" აღზრდილები არიან. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს ქართულ ხალხურ სასიმღერო, ინსტრუმენტულ და საეკლესიო მუსიკას.

დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი, რომელიც 2012 წლიდან იმართება, ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განიხილონ ის პრობლემები, რომლებიც დემოკრატიული ქვეყნების წინაშე დგას, გარდა ამისა, ხელი შეუწყონ დემოკრატიულ ინოვაციებს. ფორუმი ღიაა პოლიტიკური სკოლების მსმენელებისა და ასევე სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივებში მონაწილე ახალგაზრდებისთვის.

ფორუმი აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, პოლიტიკურ ლიდერებს, ბიზნესის, სამეცნიერო წრეების, საინფორმაციო საშუალებებისა და პროფესიონალური ჯგუფების წარმომადგენლებს.

ყველა ახალი ამბავი
0