საქართველოს რელიგია და ეთნოსი XIX-XX საუკუნის ფერწერულ ტილოებზე

გამოწერა
თბილისში გამართულ გამოფენაზე ასამდე ნახატი, საქართველოს სხვადასხვა ეთნოსის კოსტიუმები, რელიგიური სიმბოლიკა და ატრიბუტები იქნებაწარმოდგენილი

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. გამოფენა „გზაჯვარედინი — საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება", რომელიც XIX-XX საუკუნეების მხატვრების ასამდე ნახატს აერთიანებს, სამშაბათს, 14 ნოემბერს თბილისის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნება.

ექსპოზიცია, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერაა წარმოდგენილი, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება, რომელიც მსოფლიოში ყველწლიურად 16 ნოემბერს აღინიშნება.

Carrousel du Louvre - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრების ნამუშევრებს გალერეა „ლუვრის კარუსელში" გამოფენენ

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მუზეუმების ფონდებში დაცული ექსპონატები. მათ შორის, გერმანელი მხატვრის ოსკარ შმელინგის, მხატვრისა და გრაფიკოსის ილია ზანკოვსკის, ფერმწერისა და თბილისის სახვითი ხელოვნების საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებლის რიხარდ-კარლ ზომერის ფერწერული ტილოები.

გამოფენის სტუმრები ასევე იხილავენ ბორის რომანოვსკის, მაქს ტილკეს, შალომ კობოშვილის, დავით გველესიანის, ალექსანდრა ბაჟბუეკ-მელნიკოვას, ვანო ხოჯაბეგოვის, ვასილ შუხაევისა და სხვების ნამუშევრებს.

„ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ეთნოსის კოსტიუმები, რელიგიური სიმბოლიკა და ატრიბუტები, რომლებიც საქართველოს რელიგიურ-ეთნიკურ მრავალფეროვნებას და ტოლერანტობის ტრადიციას ასახავს", — ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

გამოფენა პროექტის "რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის დაცვის ხელშეწყობა" ფარგლებში იმართება რომლის მხარდამჭერია ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

გამოფენა 17:00 საათზე გაიხსნება. ექსპოზიცია 9 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. 1.

ყველა ახალი ამბავი
0