„თბილისის წიგნის დღეები 2017" 9 ნოემბერს იხსნება

© Sputnik / Alexander Imedashviliწიგნების გამოფენა Expo Georgia-ში
წიგნების გამოფენა Expo Georgia-ში - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველო" თბილისის წიგნის დღეების პროგრამას გთავაზობთ

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში 9-12 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეები გაიმართება, სადაც ლიტერატურის მოყვარულთ სხვადასხვა გამოფენებს, თემატურ ლექციებს, სემინარებსა და საავტორო პრეზენტაციებს შესთავაზებენ.

ტრადიციულად ფორუმი საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში გაიმართება (აკ. წერეთლის, 118). მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.

მრავალფეროვან კულტურულ-გასართობ ღონისძიებებთან ერთად, ფორუმის სტუმრები წიგნებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

თამარ ფხაკაძე - Sputnik საქართველო
დასახელდნენ საქართველოს საუკეთესო საბავშვო მწერლები

წიგნის დრეების მონაწილეებია წიგნების ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ყველა გამომცემელი და წიგნების გამავრცელებელი კომპანია, რაც, ორგანიზატორთა თქმით, სხვადასხვა თემატიკის გამოცემათა ძალიან მდიდარ სპექტრს უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, „თბილისის წიგნის დღეები 2017"-ის ფარგლებში შედგება შეხვედრები საინტერესო გამომცემლებთან და წიგნების პრეზენტაციები, ბავშვებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები.

„თბილისის წიგნის დღეები 2017" კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

თბილისის წიგნის დღეების პროგრამა

9 ნოემბერი 12:00 საათი, მე-11 პავილიონი — ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს შუალედურ პრეზენტაციას 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ სტუმარი ქვეყნის სტატუსით. დაინტერესებული აუდიტორია შეიტყობს ინფორმაციას ქართველი ავტორების გერმანულენოვანი თარგმანების შესახებ.

11 ნოემბერი 16:00 საათი, მე-6 პავილიონი — „თბილისის წიგნის დღეეები 2017"-ის ფარგლებში წიგნის ილუსტრაციის გამოფენები, წიგნების და პროექტების პრეზენტაციები. ღონისძიებას დაესწრებიან მხარდამჭერი ორგანიზაციები და საელჩოს წარმომადგენლები.

9-12 ნოემბერი, მე-5, მე-6 პავილიონები — „გაუცინარი ხელმწიფე" — ქართული ილუსტრაციის გამოფენა და ქართველი ილუსტრატორების მიერ დასურათებული ქართული ხალხური ზღაპრის კრებულის პრეზენტაცია.

პოლონური დიზაინის კვირეული 2017: „ნუ გაბრაზდებით" — ახალი პოლონური ილუსტრაცია — 19 ახალგაზრდა პოლონელი ილუსტრატორის გამოფენა და წიგნის პრეზენტაცია.

9-12 ნოემბერი, მე-6 პავილიონი. ფოტოწიგნის გამოფენაზე წარმოდგენილია 20 ქართველი ფოტოგრაფის ფოტოწიგნები, რომლებიც უცხოელ ფოტომხატვრებთან ერთად შეიქმნა.

საერთაშორისო კონკურსი „წიგნის საუკეთესო დიზაინი", რომელიც 1963 წლიდან ყოველწლიურად ლაიფციგში ტარდება. საქართველოს დღემდე არ მიუღია მონაწილეობა ამ კონკურსში. 2017 წელს თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი აცხადებს კონკურსს „საქართველოს ულამაზესი წიგნები". მონაწილეების წიგნებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. შერჩეული წიგნები ლაიპციგის საერთაშორისო კონკურსზე მონაწილეობის შანსს მიიღებს და 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამოიფინება. გამარჯვებული წიგნების პრეზენტაცია გაიმართება 12 ნოემბერს 17:00 საათზე მე-11 პავილიონში.

9-12 ნოემბერი, მე-11 პავილიონი. აქცია: „გავცვალოთ წიგნები" — ღონისძიება აერთიანებს აუდიტორიას და ფორუმის გამომცემლებს. დამთვალიერებლები მოიტანენ წიგნებს და გაცვლიან მათ გამოცემლების მიერ მოწოდებულ წიგნებში. დარჩენილი წიგნები მოხმარდება ქველმოქმედებას.

პროგრამა ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის:

9-12 ნოემბერი, მე-11 პავილიონი. აზროვნების აკადემია „ლეტერატო" 10-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის ყოველდღიურად ლექციებს გამართავს. ლექციებზე ბავშვები მიიღებენ ინფორმაციას კრიტიკული და ტექნიკური აზროვნების სარგებლობის შესახებ. გაკვეთილები ინტერაქტიულია. თითოეული ლექციის ხანგრძლივობაა 1 საათი 30 წუთი.

12 ნოემბერი, მე-11 პავილიონი. ელენე ჯიჯიაშვილი — 12 წლის ახალგაზრდა ავტორი, უამბობს თანატოლებს თავისი ახალი ნაწარმოებისა და შემოქმედებითი პროცესის შესახებ. გააცნობს აუდიტორიას თავისი წიგნის პერსონაჟების სახელების შექმნის ისტორიას და წაიკითხავს ნაწყვეტებს ახალი ნაწარმოებიდან.

9-12 ნოემბერი, მე-11 პავილიონი. ყოველდღე 12:00-დან 14:00 საათამდე ქართული საგანმანათლებლო და გასართობი თამაშების მწარმოებელი კომპანია „თამაშობანა" გაართობს ბავშვებს, მოზარდებს და მათ მშობლებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0