ნანი ბრეგვაძე გერმანიაში კონცერტს გამართავს

გამოწერა
ლეგენდარული მომღერალი გერმანელი მსმენელისთვის ტრადიციულ რუსულ რომანსებს შეასრულებს

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე 2017 წლის 17 ოქტომბერს ფრანკფურტში, თეატრში Capitol Offenbach პირველად გამართავს კონცერტს. 

მომღერლის გამოსვლა საქართველოსა და გერმანიას შოორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 და საქართველოში გერმანული დასახლების 200 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში გაიმართება.

ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
„...Это же не Нани! Это совсем სხვა დონე!“

საღამოს ორგანიზატორია ფრანკფურტის გერმანული აღმოსავლურ–ევროპული ასოციაცია და საქართველოს კულტურის პალატა.

ნანი ბრეგვაძე ფრანკფურტის სცენაზე თავის შვილთან, ეკა მამალაძესთან ერთად წარდგება.

ნანი ბრეგვაძის სიმღერებზე არაერთი თაობა აღიზარდა და ის მრავალი ადამიანისთვის გახდა შთაგონების წყარო.

ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს დაიბადა თბილისში. 

მუსიკალური სკოლისა და სასწავლებლის დასრულების შემდეგ ის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი გახდა ფორტეპიანოს განხრით, რომელიც 1961 წელს დაამთავრა.

სასცენო მოღვაწეობა ნანი ბრეგვაძემ 1956 წელს დაიწყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. 1957 წელს გახდა მეექვსე საერთაშორისო ახალგაზრდულ-სტუდენტური ფესტივალის ლაურეატი მოსკოვში, სადაც გურამ ბზვანელის მიერ იოსებ გრიშაშვილის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ჩავაქრე სანთელი“ შეასრულა.

ნანი ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
ქართული ესტრადის დედოფალი ნანი ბრეგვაძე დღეს იუბილარია

1959—1964 წლებში ნანი ბრეგვაძე იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის „რეროს“ სოლისტი.

1964 წელს ნანი მიიწვიეს ანსამბლ „ორერაში“, სადაც 15 წელი მღეროდა.

1980 წლიდან ნანი ბრეგვაძემ სოლო–კარიერა დაიწყო. მის რეპერტუარში წამყვანი ადგილი უჭირავს ქართველ კომპოზიტორთა საესტრადო ნაწარმოებებს და უამრავი ახალი ნაწარმოების პირველი შემსრულებელიცაა.

ნანი ბრეგვაძის ხმა მრავალ ქართულ ფილმში ჟღერს, მათ შორის: „ვერის უბნის მელოდიები”, „შეხვედრა მთაში”, „დათა თუთაშხია”, „საბუდარელი ჭაბუკი”, „განგაში” და სხვა.

1974 წელს ნანის მიენიჭა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება. მომღერლის სახელობის ვარსკვვლავი ფილარმონიის წინ საზეიმოდ 2001 წელს გაიხსნა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0