Vogue-ის დირექტორი ქართველი დიზაინერის კოლექციას გაეცნო

© AFP 2024 / Dominic Lipinski / POOLანა ვინტური
ანა ვინტური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი ქართული ბრენდი - გიორგი ქებურია და MACH & MACH აღმოჩნდნენ პრესტიჟული პრემიის მონაწილეთა სიაში, რომელიც მილანში გადაეცემა

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიო მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, ჟურნალ Vogue-ის მთავარი რედაქტორი ანა ვინტური გაეცნო ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას კოლექციას, რომელიც იტალიაში მილანის მოდის კვირეულის ღონისძიებებში მონაწილეობს.

ქებურიას კოლექციას ასევე გაეცნო მოდის სამყაროს არანაკლებად გავლენიანი ფიგურა, Vogue-ის დირექტორი ემანუელ ფარნეტი (Emanuele Farneti).

ორი ქართული ბრენდი — გიორგი ქებურია და MACH & MACH აღმოჩნდნენ პრესტიჟული პრემიის Swarovski and Vogue Talents New Generation Award-ის მონაწილეთა სიაში, რომელიც მილანში გადაეცემა. გამარჯვებულსა და პრემიის მფლობელს გამოავლენენ ისეთი გავლენიანი პერსონები, როგორებიცაა ნადია სვაროვსკი, ემანუელ ფარნეტი და მოდის სამყაროს სხვა საკვანძო ფიგურები.

„ანა ვინტური და ემანუელ ფარნეტი ჩემს კუთხეში", — დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე ქებურიამ და რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა.

© courtesy by George Keburiaქართველი დიზაინერი გიორგი ქებურია და Vogue-ს რედაქტორი ანა ვინტური
Грузинский дизайнер Георгий Кебурия и редактор Vogue Анна Винтур - Sputnik საქართველო
ქართველი დიზაინერი გიორგი ქებურია და Vogue-ს რედაქტორი ანა ვინტური

ქებურიასა და გვანაცა და ნინა მაჭარაშვილების გარდა, რომლებიც ბრენდ MACH & MACH-ის შემქმნელები არიან, Vogue-მა შემდეგი დიზაინერები შეარჩია: Cecilie Bahnsen დანიიდან, Julia Seemann შვეიცარიიდან, Peet Dullaert ჰოლანდიიდან, Snow Xue Gao ჩინეთიდან, დები Mounaz და Aya Abdel Raouf ეგვიპტედან, დიზაინერები Okhtein და Matteo Ciampalini იტალიიდან.

გიორგი ქებურია — თვითნასწავლი დიზაინერია. დაიბადა 1990 წელს თბილისში. 2010 წელს თავისი პირველი მხიარული და სიურრეალისტური კოლექცია წარმოადგინა და თბილისის მოდის კვირეულზე "საუკეთესო ახალბედას" ჯილდო მიიღო. ახლახან ქებურიას სამოსში გამოწყობილი პოპ-მომღერალი ლედი გაგა გამოჩნდა.

ბრენდ MACH & MACH-ს ასევე არ აკლია ცნობილი ადამიანების ყურადღება. დები მაჭარაშვილების თანსაცმლის ხაზის თაყვანისმცემელია ცნობილი მომღერალი ქეთი პერი.

 

ყველა ახალი ამბავი
0