ჯაზი და ღვინო კახეთში - ლოპოტას ტბაზე ფესტივალი ტარდება

© Sputnik / Alexander Imedashviliვენახები ყვარელში
ვენახები ყვარელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას რთველში და მოისმენენ ჯაზს ცნობილი მუსიკოსების შესრულებით

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ფესტივალი Jazz and Wine Kakheti საქართველოში პირველად ტარდება — ღონისძიება 6-7 სექტემბერს კახეთში, ლოპოტას ტბაზე ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართება.

ფესტივალში მონაწილეობას მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები მიიღებენ. მათ შორის არიან — ლეგენდარული ამერიკელი გიტარისტის და მომღერლის რაულ მიდონის (Raul Midon) ტრიო და ცნობილი შვედი პიანისტისა და კომპოზიტორის ჯეიკობ კარლზონის (Jacob Karlzon) ტრიო.

მწვადის ფესტივალი საირმეში - Sputnik საქართველო
საირმეში პირველი „მწვადის ფესტივალი“ გაიმართა

Jazz and Wine Kakheti-ს სტუმრები ასევე იქნებიან ადამ ბენ ეზრა ისრაელიდან და იტალიური ბენდი Spaghetti Swing-ი.

ფესტივალის ფარგლებში, კონცერტების პარალელურად, დაგეგმილია ღვინისა და მეღვინეობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

„ქართული ღვინის კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე, სტუმრებს საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; ცნობილი სომელიეები ღვინის მოყვარულებს გააცნობენ საინტერესო ფაქტებსა და დეტალებს ღვინის შესახებ", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ორი დღის განმავლობაში, ფესტივალის სტუმრებს, ასევე საშუალება ექნებათ, მსოფლიოში ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ რთველში და დაწურონ ღვინო.

ყველა ახალი ამბავი
0