გარდაიცვალა საოპერო მომღერალი და პედაგოგი ცისანა ტატიშვილი

© FB / Tsisana Tatishviliსაოპერო მომღერალი და პედაგოგი ცისანა ტატიშვილი
საოპერო მომღერალი და პედაგოგი ცისანა ტატიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მომღერალი 79 წლის იყო, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი თანაუგრძნობს ტატიშვილის ოჯახს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი, გამოჩენილი საოპერო მომღერალი და პედაგოგი ცისანა ტატიშვილი, იუწყება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი.

საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ქართველი სოპრანო ცისანა ტატიშვილი 79 წლის იყო.

„თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მომღერლის ოჯახსა და მთელ მუსიკალურ სამყაროს", — ნათქვამია თეატრის განცხადებაში.

ცისანა ტატიშვილი 1937 წლის 30 დეკემბერს თბილისში დაიბადა. 1963 წელს თბილისის კონსერვატორია ვოკალის განხრით დაამთავრა. 1963-1992 წლებში — თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი. მღეროდა მოსკოვის დიდ თეატრსა და ბერლინის მუსიკალურ თეატრ „კომიშე ოპერში".

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშისაქართველოს სახალხო არტისტები მედეა ამირანაშვილი, ცისანა ტატიშვილი და ნოდარ ანდღულაძე
Народные артисты Грузии Медея Амиранашвили, Цисана Татишвили и Нодар Андгуладзе (слева направо) - Sputnik საქართველო
საქართველოს სახალხო არტისტები მედეა ამირანაშვილი, ცისანა ტატიშვილი და ნოდარ ანდღულაძე

ტატიშვილი გამოდიოდა როგორც საკონცერტო მომღერალი, ასრულებდა მონუმენტურ ნაწარმოებებს. მომღერლის რეპერტუარი მოიცავდა პიოტრ ჩაიკოვსკისა და სერგეი რახმანინოვის რომანსებს, გერმანელი და იტალიელი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, ოთარ თაქთაქიშვილისა და ალექსი მაჭავარიანის კამერულ ნაწარმოებებს.

ცისანა ტატიშვილი უცხოურ გასტროლებში მონაწილეობდა — გერმანიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, ინგლისში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ავსტრიასა და შვედეთში. იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი.

2010 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის შენობის წინ ცისანა ტატიშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0