ქართველი ლამაზმანი GUCCI-ს ექსკლუზიური მოდელი გახდა

© FB / Marisha Urushadzeქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე
ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსკლუზიური მოდელის სტატუსი - მოდის ინდუსტრიის სამყაროში მოხვედრის პირდაპირი საგზურია

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ქართველმა მოდელმა მარიშა ურუშაძემ ცნობილი ბრენდ GUCCI-ს წარმომადგენელთა ყურადღება დაიმსახურა, შემდეგ ის მისი ექსკლუზიური მოდელი გახდა.

ექსკლუზიური მოდელის სტატუსით მარიშამ მიიღო მონაწილეობა ჩვენებაში Gucci Women's and Men's Spring Summer 2018 Fashion Show, რომელიც რამდენიმე დღის წინ მილანში ჩატარდა. ეს ნიშნავს, რომ ამ კვირეულის ფაგრლებში გოგონა მხოლოდ აღნიშნული ბრენდის ჩვენებებზე იმუშავებს.

ექსკლუზიურის სტატუსი მხოლოდ მილანის მოდის კვირეულზე ვრცელდება, ასე რომ მისი დასრულების შემდეგ მარიშას მონაწილეობის მიღება სხვა დიზაინერების ჩვენებებში პარიზში ან სხვა ქალაქებში შეუძლია.

მოდელებისთვის ექსკლუზიური მოდელის სტატუსის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს მოდის ინდუსტრიის სამყაროში მოხვედრის პირდაპირი საგზურია.

Gucci-ს ახალი კოლექცია — ინდური, ეგვიპტური, აცტეკური მოტივების შერწყმა, რომლებიც თანამედროვე სტილშია გამოყენებული.

ურუშაძე ქართული სააგენტო Look Models-ის მოდელი იყო, რომლის დახმარებით ის საერთაშორისო პოდიუმებზე მოხვდა. პარიზსა და სხვა ქალაქებში მუშაობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა GIVENCHY, ELLE, MARGIELA, DIESEL-ი. ურუშაძე ასევე თანამშრომლობდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ამერიკულ სამოდელო სააგენტო NEXT-თან, რომელში მოხვედრაზეც ყველა მოდელი ოცნებობს.

ყველა ახალი ამბავი
0