ნინო ქათამაძე კიევში კონცერტს გამართავს

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშინინო ქათამაძე
ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოლო-კონცერტზე ქათამაძე ადრე გამოცემული ალბომებიდან საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს და ასევე მსმენელს ახალი კომპოზიციებით გაახარებს

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight-ი 2017 წლის 28 სექტემბერს უკრაინის დედაქალაქში კონცერტს გამართავენ.

ზაფხულში გამართულ ფესტივალ Atlas Weekend-ზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ ნინო ქათამაძე & Insight-ი კიევში კლუბ Atlas-ში დიდ სოლო-კონცერტს ჩაატარებენ.

„გასულ წელს ჯგუფმა ალბომი Yellow გამოუშვა, რომელიც ალბომების დასახელების „ფერადი" კონცეფციის ჰარმონიულ გაგრძელებად იქცა და დამატებით ნათელ ფერად ნინო ქალთამაძისა და ჯგუფ Insight-ის მუსიკალურ პალიტრაში. ფირფიტა ბერლინში Trixx Studios-ში ჩაწერეს, რამაც მას დრაივი და საფირმო ხმოვანება შემატა", — ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

როგორც აღინიშნება, სოლო-კონცერტზე ქათამაძე ადრე გამოცემული ფირფიტებიდან საუკეთესო ჰიტებს შეასრულებს, აგრეთვე მსმენელს გაახარებს ახალი კომპოზიციებით.

ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
ნინო ქათამაძე თავის 45 წლის იუბილეს ქართულ სცენაზე აღნიშნავს

„ნინო საკმაოდ ადვილია იმღერო, მღერის არა სიტყვებს, არამედ გრძნობას და სიყვარულით გაჯერებულ ენერგიას ხმით გადმოსცემს. და ეს ყოველთვის იზიდავს მსმენელს: მუსიკა ჩნდება და იწყება თავისით, ჩვენ კი მას მხოლოდ ვუერთდებით. თქვენს გარეშე მუსიკა არ იქნება", — ნინოს სიტყვებს ციტირებენ ორგანიზატორები.

ქათამაძის კონცერტი ადგილობრივი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ნინო ქათამაძე 1972 წლის 21 აგვისტოს ქობულეთში დაიბადა. პირველად სცენაზე ოთხი წლის გამოვიდა. 1990 წელს ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ინსტიტუტის ვოკალურ განყოფილებაზე ჩაირიცხა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა ჯგუფთან ერთად გამოდიოდა და მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებში.

პროფესიული კარიერა ჯგუფ Insight-თან ერთად ქათამაძემ 1999 წელს დაიწყო. მომღერალი ასრულებს ჯაზის, ბლუზის და world music-ის სინთეზს, მალე მიაღწია წარმატებას როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპაში. ქათამაძე ხშირად მართავს სოლო-კონცერტებს რუსეთში. ქათამაძის მუსიკა ჟღერს კინოფილმებში „ვაშლი", „ინდი", „ქალთევზა", „გზატკეცილი М8" და სხვა.

ნინო ქათამაძე საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მუსიკალურ ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობს.

ყველა ახალი ამბავი
0