საქართველოში ქართულ-ფრანგულ ფილმს გადაიღებენ

© photo: Sputnik / Artem Zhitenev / გადასვლა მედიაბანკშიკინოფირი
კინოფირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის გადაღება, რომელიც სექტემბრის ბოლოს დაიწყება, ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება და 840-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ფილმის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო ლოკაციები – ახალციხისა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიები შეირჩა.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საქართველოში კიდევ ერთ ახალ ფილმს გადაიღებენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამისნიტროს პრეს-სამსახური.

"მზის გოგონები" (Girls on the Sun) — ასე ჰქვია მხატვრული ჟანრის ქართულ-ფრანგულ-კოპროდუქციას, რომელზეც ქართული საპროდიუსერო კომპანია 20 Steps Productions მუშაობს.

კადრი ქართველი რეჟისორის გეგი ხმალაძის ფილმიდან „8 წუთი“ - Sputnik საქართველო
ქართული ფილმ-აპოკალიფსისი მანჰეტენის ცნობილ ფესტივალზე მოხვდა

ფილმის სიუჟეტი ქურთისტანში ვითარდება, სადაც ორი განსხვავებული ქალის ცხოვრება იკვეთება. მთავარი გმირი ბაჰარი ქურთების ქალთა ბატალიონის "მზის გოგონების" ხელმძღვანელია, ხოლო ფრანგი ჟურნალისტი მატილდა მიმდინარე მოვლენების გაშუქებითაა დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ ფილმის გადაღება, რომელიც სექტემბრის ბოლოს დაიწყება, ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება და 840-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. ფილმის სპეციფიკიდან გამომდინარე, გადაღებებისთვის საკმაოდ საინტერესო ლოკაციები – ახალციხისა და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიები შეირჩა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნეს, კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამის "გადაიღე საქართველოში" ფარგლებში, საერთაშორისო პრომო-კამპანიისა და გაცნობითი ხასიათის პრეზენტაციის შედეგად, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება, საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო აქტუალური ხდება და უცხოელი პროდიუსერების დაინტერესებაც იზრდება. პროექტის ამოქმედებიდან სულ მცირე დროში უკვე ექვსი ფილმი გადაიღეს, ხოლო კიდევ ორი ფილმის გადაღება სულ მალე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0