„ოსკარზე" საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად ოთხ ფილმი იბრძოლებს

© photo: AFP 2020 / MARK RALSTON"ოსკარი"
ოსკარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მას შემდეგ, რაც ეროვნული კინოცენტრი გ გამარჯვებულს ოთხი კანდიდატიდან ამოავლენს, ფილმს ამერიკის კინოაკადემიის კომისიის წევრების განსახილველად გააგზავნიან.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ამერიკული კინოაკადემია „ოსკარის" მისაღებად ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი" საქართველოდან ოთხი ფილმი იბრძოლებს, აღნიშნულია კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

კანდიდატი ფილმების მიღებას კინოცენტრი 2017 წლის 2 აგვისტოს შეუდგა. განაცხადების მიღება 11 აგვისტოს დასრულდა.

ანა ურუშაძე - Sputnik საქართველო
ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ფილმად აღიარეს

კინოცენტრში სულ შევიდა ოთხი სურათი:

1. „ჩემი ბედნიერი ოჯახი" (რეჟისორები ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)

2. „მძევლები" (რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი)

3. „საშიში დედა" (რეჟისორი ანა ურუშაძე)

4. „ლუკა" (რეჟისორი გიორგი ბარაბაძე)

„რამდენიმე დღეში ეროვნული კინოცენტრი სპეციალური კომისიის წევრებს დაასახელებს, რომლებმაც ფარული კენჭისყრის საფუძველზე საქართველოდან გამარჯვებული ფილმი უნდა გამოავლინონ. შერჩეული 4 ქართული ფილმის ჩვენება კომისიის წევრებისთვის 29-30 აგვისტოს გაიმართება", — ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

ეროვნულ კონკურსში გამარჯვებული ფილმი ამერიკული კინოაკადემიის კომისიის წევრებს წარედგინებათ, რომლებიც კენჭისყრით სურათს ან მოიწონებენ, ან ნომინანტების ნუსხაში არ შეიტანენ.

„ოსკარის" რიგით 90-ე ცერემონია 2018 წლის 4 მარტს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0