ანა ურუშაძის „საშიში დედა“ ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ფილმად აღიარეს

© კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრიანა ურუშაძე
ანა ურუშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმის მსოფლიო პრემიერა ლოკარნოში რამდენიმე დღის წინ დიდი წარმატებით გაიმართა საკონკურსო სექციაში Concorso Cineasti del presente და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ქართველი რეჟისორი ანა ურუშაძე ლოკარნოს 70-ე საიუბილეო კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის „საშიში დედა" (Scary Mother) დაჯილდოვდა, ნათქვამია აქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე. 

ანა ურუშაძე — ცნობილი ქართველი რეჟისორის და „ოსკარის“ ნომინანტის (ფილმი „მანდარინები“) ზაზა ურუშაძის ქალიშვილია. დაიბადა 1990 წელს. 2013 წელს დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სრულმეტრაჟიან დებიუტამდე ანა ურუშაძემ ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. 

კადრი ფილმიდან მძევლები - Sputnik საქართველო
ქართული კინო სარაევოს დასაპყრობად მიემგზავრება

ფილმის მსოფლიო პრემიერა ლოკარნოში რამდენიმე დღის წინ დიდი წარმატებით გაიმართა საკონკურსო სექციაში Concorso Cineasti del presente და დადებითი შეფასებები დაიმსახურა. 

დრამა „საშიში დედა“ 50 წლის ქართველი დედის, დიასახლის  მანანას ცხოვრებას აღწერს. ქალი დილემის წინაშე დგას, მას უწევს არჩევანი გააკეთოს ოჯახურ ცხოვრებასა და მწერლობის ვნებიან გატაცებას შორის, რომელსაც ის თავის თავში წლების განმავლობაში იკლავდა  და რომელშიც თავისი ცხოვრების აზრს პოულობს. მანანა გადაწყვეტს გადაეშვას ამ ვნებაში, მთლიანად დაიხარჯოს მასში — გონებრივადაც და ფიზიკურადაც.

ფილმი ეხება სტერეოტიპების, მორალური ნორმებისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემას.

დრამაში „საშიში დედა“ მთავარი როლი შეასრულა ნატო მურვანიძემ. ფილმში ასევე მონაწილეობენ დიმიტრი ტატიშვილი, რამაზ იოსელიანი და ავთანდილ მახარაძე.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორის თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო. ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალების, A — კლასის კატეგორიას მიეკუთვნება, სადაც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან არაერთი ცნობილი და წარმატებული კინემატოგრაფისტი და ვარსკვლავი იყრის თავს. 


ყველა ახალი ამბავი
0