ნინო სურგულაძემ ვერონაში საპრემიერო წარმოდგენაში იმღერა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინინო სურგულაძე
ნინო სურგულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯუზეპე ვერდის ოპერა „ნაბუქოს“ საპრემიერო წარმოდგენა „არენა დი ვერონას“ სცენაზე გაიმართა, რომელსაც 18 ათასი მსმენელი ესწრებოდა.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ქართველმა საოპერო ვარსკვლავმა ნინო სურგულაძემ იტალიის ქალაქ ვერონაში ჯუზეპე ვერდის ოპერა „ნაბუქოს“ საპრემიერო წარმოდგენაში იმღერა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპრემიერო წარმოდგენა „არენა დი ვერონას“ სცენაზე გაიმართა, რომელსაც 18 ათასი მსმენელი ესწრებოდა. სპექტაკლში მონაწილეობდა კიდევ ერთი ქართველი მომღერალი მიხეილ შეშაბერიძე. 

საოპერო ხელოვნების ერთ–ერთი უდიდესი შედევრი „ნაბუქო“ (Nabucco, „ნაბუქოდონოსორი“, Nabucodonosor) ვერდიმ 1841 წელს დაწერა, ხოლო ოპერის პრემიერა 1842 წლის 9 მარტს მილანის „ლა–სკალას“ სცენაზე გაიმართა. ლიბრეტოს ავტორია თემისტოკლე სოლერა.

ნინო სურგულაძე (მეცო–სოპრანო) არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ვოკალური კონკურსის გამარჯვებულია. მის რეპერტუარშია წამყვანი პარტიები მრავალ საოპერო შედევრში. გამოდის მსოფლიო საოპერო სცენებზე გენუაში, ტოკიოში, ბარსელონაში, მილანში, ჰამბურგში, პარმაში, ნეპალში, გრაცში, ვერონაში, ჩიკაგოში, თელავივში, ფრანკფურტში, ტურინში და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0