„მგზავრები" 21 ივლისს მოსკოვში იმღერებენ

© FB / Mgzavrebiჯგუფი მგზავრები
ჯგუფი მგზავრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯგუფი „მგზავრები" იმღერებს სიმღერებს თავისი ახალი ალბომიდან "იასამანი".

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. მოსკოვში 21 ივლისს თანამედროვე ხელოვნების ცენტრ „ვინზავოდის" ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ პოპულარული ქართული ფოლკ-როკ-ჯგუფი „მგზავრები" სოლო-კონცერტს გამართავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

„მომხიბლავ ქართველ კოსმოპოლიტ Mgzavrebi-ს წარდგენა დიდი ხანია არ სჭირდებათ: მათ ექვსი ალბომი გამოუშვეს და მთელი რუსეთი გასტროლებით რამდენჯერმე შემოიარეს (კალინინგრადიდან, ხაბაროვსკიდან და არხანგელსკიდან სოჭამდე) და ყველა მთავარ ფესტივალზე სასურველი სტუმრები არიან. Mgzavrebi-ს კონცერტი — საოცარი გულითადობა და ენობრივი, გეოგრაფიული, პოლიტიკური საზღვრების არარსებობაა", — ნათქვამია ორგანიზატორთა განცხადებაში.

2016 წელს „მგზავრებმა" თავისი 10 წლის იუბილე ალბომ "იასამანით" აღნიშნეს, რომელიც რუსული iTunes-ის გაყიდვებში პირველ სამეულში აღმოჩნდა და მან მხოლოდ სტინგის და Enigma-ს ახალ რელიზებს დაუთმო.

ჯგუფი Gipsy Kings - Sputnik საქართველო
ჯგუფი Gipsy Kings საქართველოში კონცერტს 18 აგვისტოს გამართავს

როგორც ორგანიზატორები იუწყებიან, 2016 წლის ზაფხულში „მგზავრებმა" უკვე იმღერეს "ვინზავოდში", სცენა თეთრი და წითელი ღვინის ყოფილ საამქროებს შორის აშენდა, შიდა ეზოში, ღია ცის ქვეშ, და მოედნის ატმოსფერო ჯგუფის გულშიჩამწვდომ სიმღერებს იდეალურად მოუხდა.

21 ივლისიდან „მგზავრები" ახალი ალბომით „იასამანი" და განახლებული პროგრამით „ვინზავოდზე" ბრუნდებიან.

ჯგუფი „მგზავრები" 2006 წელს ვოკალისტმა გიგი დედალამაზიშვილმა დააარსა. 2008 წელს გამოვიდა ჯგუფის პირველი ალბომი „მე მოვიგონე", რომელიც საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა.

მუსიკოსების შესრულების მანერა ინდივიდუალურია და იგი ფოლკლორული რიტმების, მრავალხმიანობის, იმპროვიზაციისა და თანამედროვე და კლასიკური ელემენტების სინთეზია. 2016 წლის თებერვალში ჯგუფმა „მგზავრები" რუსული პრემია Чартова Дюжина მიიღო — ქართველმა მუსიკოსებმა გაიმარჯვეს ნომინაციაში Взлом.

მუსიკოსები აქტიურად მართავენ კონცერტებს რუსეთის, უკრაინის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.

ყველა ახალი ამბავი
0