ქართული „ნაივი": მოსკოვში მხატვარ ვაჟა ოქიტაშვილის გამოფენა გაიმართება

© photo: Sputnik / Valery Shustrov / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვი
მოსკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაჟა ოქიტაშვილის გამოფენაზე სხვადასხვა წლებში შესრულებული 150-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი მხატვრის ვაჟა ოქიტაშვილის გამოფენა „ხედვის ცისარტყელა" მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 20 ივლისს გაიხსნება.

გამოფენაზე, რომელიც ვაჟა ოქიტაშვილის 65 წლის იუბილეს ეძღვნება, წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა წლებში შესრულებული 150-ზე მეტი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი.

მხატვარი ზეთით ფერწერის ტექნიკასა და გრაფიკაში მუშაობს, უპირატესობას ანიჭებს პეიზაჟსა და ნატურმორტს. ოქიტაშვილის გრაფიკული ფურცლების საყვარელი მოტივია სოფლის ყოველდღიური ყოფის სცენები, ადამიანების შეხვედრა, სეირნობა ბავშვებთან, ძაღლებთან ერთად, მეურნეობაში საქმიანობა, ასევე ცხოველები და ფრინველები.

კაკო ძნელაძის ნახატების გამოფენა - Sputnik საქართველო
ქართველი მხატვრის ნამუშევრები ლუვრის საგამოფენო დარბაზში გამოიფინა

ოქოიტაშვილი თავის ნახატებში მდიდრულ, სუფთა ფერებს იყენებს. ფერმწერის მთავარი სახე-სიმბოლოები, რომლითაც მისი ტილოებია გამსჭვალული, სამშობლო და სახლია.

„სახლი ოჯახის, ერთიანობის, ადამიანური სითბოსა და ბედნიერების სიმბოლოა. სახლი ამასთან შერწყმულია გარე სამყაროსთან — მთებთან, ხეებთან, ადამიანურ და ცხოველურ ფიგურებთან. არცთუ იშვიათად სურათის აზრობრივი და კომპოზიციური ცენტრი მართლმადიდებლური ტაძარია. მხატვრის გაგებით რწმენა ქართველი, რუსი და სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების ხალხებისთვის გამაერთიანებელ ფაქტორს წარმოადგენს", — აღნიშნულია მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის განცხადებაში.

ასევე აღნიშნულია, რომ ოქიტაშვილის სტილი ნაივურ ხელოვნებასთან არის ახლოს, რომელიც თავისი ფესვებით დიდ ნიკო ფიროსმანთან მიდის.

გამოფენა 13 აგვისტომდე გაგრძელდება.

სიღნაღი - Sputnik საქართველო
სიღნაღში გერმანელი მხატვრების გამოფენა გაიხსნა

ვაჟა ოქიტაშვილი 1952 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის სპეციალობით (ზურაბ წერეთლის ხელმძღვანელობით). 1992 წელს მოსკოვში გადავიდა. არის რუსეთის ხელოვნების აკადემიის აკადემიკოსი და მხატვართა შემოქმედებითი კავშირის წევრი.

მხატვრის ნამუშევრები ინახება რუსეთისა და საზღვარგარეთის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

მისი ნამუშევრებიდან განსაკუთრებით ცნობილია „დედა", „მწყემსი", „ფიროსმანი", „დედათა მონასტერი", „სოლოლაკი" და სხვა.

ყველა ახალი ამბავი
0