თბილისში ახალი კინოკოლეჯი გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringer / გადასვლა მედიაბანკშიფილმზე მუშაობისას
ფილმზე მუშაობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
Tbilisi Cinema College კინოინდუსტრიის სფეროში საშუალო რგოლის პროფესიონალებს მოამზადებს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ახალი სასწავლო ცენტრი Tbilisi Cinema College თბილისში 27 ივნისს გაიხსნება, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.

კინოკოლეჯში შესაძლებელი იქნება კინოწარმოების პროგრამების ათვისება, საკუთარი ცოდნისა და უნარების გაღრმავება ტელევიზიის, რეკლამის, მუსიკის სფეროებში და ასევე ოსტატობის დახვეწა ინტერნეტში ვიდეორგოლების დამზადების კუთხით.

Tbilisi Cinema College-ის პროექტის მთავარი მიზანია კინოინდუსტრიის სფეროში სასწავლო კურსების მეშვეობით საშუალო რგოლის პროფესიონალების მომზადება. კურსები მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ლექციებს, რომლებსაც მაღალი რანგის როგორც ქართველი, ისე უცხოელი ლექტორები ჩაატარებენ. პედაგოგები სტუდენტებს გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მათ პრაქტიკულ დავალებებს მისცემენ.

ამ ეტაპზე სასწავლო პროგრამა მოიცავს ტექნიკურ და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებებს, ასევე ადმინისტრირებას.

ბორჯომის პარკი - Sputnik საქართველო
უფრო ახლოს ჰოლივუდთან - საქართველოში კინემატოგრაფისტთა სასწავლებელი იხსნება

ადმინისტრირების ფაკულტეტი მიჰყავს პროდიუსერ მიროსლავ მოგოროვიჩს, ტექნიკური — ფოტოხელოვან სერჟ რომანს, ხელოვნება (ე.წ. წარმოების დიზაინერი) — პიოტრ ვირზიკოვსკის.

თბილისის კინოკოლეჯის გახსნის ცერემონიისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 27 ივნისიდან 2 ივლისის ფარგლებში ჩატარდება კინოწარმოების ინტენსიური კურსი.

27 ივნისს მრავალფუნქციურ ცენტრ Fabrica-ში 11:00-დან 15:00 საათამდე ყველა მსურველი შეძლებს დაესწროს Tbilisi Cinema College-ის პირველ ღია ღონისძიებას, რათა დეტალებსა და პირობებს გაეცნოს.

კურსის შემდგომი ტრენინგები, რომლებიც კინოსტუდია "ქართული ფილმის" პავილიონში ჩატარდება, უკვე ფასიანი იქნება.

პროექტი პროგრამის "გადაიღე საქართველოში" მხარდაჭერით ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს ნაღდი ფულის დაბრუნების მექანიზმს, რაც ნიშნავს, რომ კინომწარმოებელი საქართველოში ფილმის გადაღებაზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 25%-ს უკან მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0