ლადო ათანელს ვარსკვლავს გაუხსნიან

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშილადო ათანელი
ლადო ათანელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ 7 ივლისს ოპერის მომღერლის სახელობითი ვარსკვლავი გაიხსნება.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ცნობილ ქართველ საოპერო მომღერალს ლადო ათანელს 7 ივლისს ვარსკვლავს გაუხსნიან.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიის წინ თეატრში ქართველი ბარიტონის საღამო გაიმართება. სცენაზე გაჟღერდება სცენები ჯუზეპე ვერდის ოპერიდან "ბედის ძალა" და ჯაკომო პუჩინის ოპერიდან "ტოსკა".

თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრი - Sputnik საქართველო
თბილისში შოსტაკოვიჩისა და მოცარტის ნაწარმოებები აჟღერდება

სცენაზე ლადო ათანელს პარტნიორობას გაუწევენ საოპერო მომღერლები იანო ალიბეგაშვილი, ბადრი მაისურაძე, თბილისის ოპერისა და ბალეტის სოლისტი და ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებული არმაზ დარაშვილი, თეატრის სტაჟიორი გიორგი ჭელიძე და დასის მსახიობი იური ასლანიშვილი.

კონცერტში ასევე მიიღებენ მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო ოპერის გუნდი და ორკესტრი მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.

მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი ლადო ათანელი 1960 წლის 9 სექტემბერს დაიბადა. 1989 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, იმავე წელს შედგა მისი დებიუტი თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე.

მომღერალი ესპანეთის, გერმანიის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებზე არაერთხელ დაჯილდოვდა გრან-პრითა და ოქროს მედლებით.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია - Sputnik საქართველო
ოპერის ვარსკვლავი კორიჯიო – თბილისი მომღერალ ფილიმონ ქორიძეს იხსენებს

მრავალი წლის განმავლობაში ათანელი ყველაზე პრესტიჟულ საოპერო სცენებზე იდგა — „ლა სკალა“ (მილანი), „მეტროპოლიტენ-ოპერა“ (ნიუ-იორკი), „კოვენტ გარდენი“ (ლონდონი), „რეალ თეატრი“ (მადრიდი), „დოიჩე ოპერა“ (ბერლინი), ასევე ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრის, ტოკიოს, სან-ფრანცისკოს, ვაშინგტონისა და სხვა ქალაქების სცენები.

კარიერის განმავლობაში ათანელს შესრულებული აქვს რენატოს („ბალ-მასკარადი), ამონასროს („აიდა“), ნაბუქოდონოსორის („ნაბუქო“), მაკბეტის („მაკბეტი“), ჟერმონის („ტრავიატა“) და ა.შ. პარტიები.

მომღერალს ტრიუმფალური წარმატება მოუტანა პუჩინის „ტოსკაში“ ბარონ სკარპიას და ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზებში“ ტონიოს პარტიების შესრულებამ.

უნიკალური ხმითა და ვოკალის მაღალი ტექნიკით დასავლური პრესა ლადო ათანელის ხმას ხშირად ადარებს ისეთ ვარსკვლავებს, როგორიცაა პიერო კაპუჩილი და რენატო ბრუზონი.

ყველა ახალი ამბავი
0