თაკო გაჩეჩილაძე ევროვიზიაზე: ჩამოვედი, რომ გავიმარჯვო

© FB / EurovisionGeorgiaთაკო გაჩეჩილაძე
თაკო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაკო გაჩეჩილაძემ კიევში დაგეგმა სხვადასხვა შეხვედრა, სატელევიზიო ინტერვიუები და რეპეტიციები.

თბილისი, 1 მაისი — Sputnik. თაკო გაჩეჩილაძემ, რომელიც კიევში სიმღერის საერთაშორისო კონკურს "ევროვიზია 2017"-ში მონაწილეობისთვის გაემგზავრა, კიევის საერთაშორისო საგამოფენო დარბაზის სცენაზე უკვე ჩაატარა პირველი რეპეტიცია.

რეპეტიციის შესახებ მოკლე ექსკლუზიური ვიდეორგოლი Youtube-ში კონკურსის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა.

როგორც თაკომ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ის კიევში სულ ახლახან ჩავიდა და ქალაქის დათვალიერებას აპირებს. მომღერლის თქმით, უკრაინაში ის მეორედ იმყოფება.

ჟურნალისტებს აინტერესებდათ, მის შოუში იქნება თუ არა რაიმე სიურპრიზი. ამაზე გაჩეჩილაძემ უპასუხა: "არაფერს გეტყვით. სიურპრიზი სიურპრიზია".

კონკურსის მოლოდინებთან დაკავშირებით კითხვაზე თაკომ უპასუხა: "აქ იმისთვის ვარ, რომ გავიმარჯვო".

თაკო გაჩეჩილაძე - Sputnik საქართველო
ევროვიზია 2017: თაკო გაჩეჩილაძე კონკურსზე მეორე ნომრით გამოვა

მისი თქმით, ამ დღეებში მას დატვირთული გრაფიკი ელოდება: ის გეგმავს კიევში შოუს გამართვას, ასევე სხვადასხვა შეხვედრებს, სატელევიზიო ინტერვიუებსა და მრავალ რეპეტიციას.

გაჩეჩილაძის მეორე რეპეტიცია "ევროვიზიის" სცენაზე 4 მაისს გაიმართება.

თაკო გაჩეჩილაძე "ევროვიზია 2017“-ზე შეასრულებს სიმღერას Keep the Faith, რომლის მუსიკაც ანრი ჯოხაძეს ეკუთვნის, ტექსტი კი თავად გაჩეჩილაძეს. მომღერალი ამ კომპოზიციით მსოფლიოს შეახსენებს, რომ ადამიანს, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უკეთესობისა უნდა სჯეროდეს.

ცოტა ხნის წინ ქსელში გამოჩნდა Keep the Faith-ის ვიდეოკლიპი, რომელსაც ამჟამად ინტერნეტ-მომხმარებლის 200 ათასზე მეტი ნახვა აქვს.

გაჩეჩილაძის გამოსვლის სცენოგრაფია შვედმა რეჟისორმა და ქორეოგრაფმა საშა ჟან-ბაპტისტმა შეიმუშავა.

თამარ გაჩეჩილაძე სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე "ევროვიზია 2017", რომლის პირველი ნახევარფინალი კიევში 9 მაისს გაიმართება, მეორე ნომრით წარდგება. ფინალი 13 მაისს გაიმართება.

უკრაინა კონკურსს მეორედ მასპინძლობს, პირველად ეს 2005 წელს იყო. ქვეყანას გამარჯვება მაშინ რუსლანამ მოუტანა.

ყველა ახალი ამბავი
0