თბილისი თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Stringerდიჯეი
დიჯეი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU გაიმართება თბილისის კლუბებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და ეკლესიებში.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU/სხვა ზღვა თბილისში 15 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით გაიმართება. მასში მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.

SOU (ინგლისურად Stream of Unconsciousness — არაცნობიერის ნაკადი) — ესაა ყოველწლიური აუდიოვიზუალური ფესტივალი თანამედროვე ექსპერიმენტული მუსიკისა და ხელოვნების არტისტებისთვის მთელი მსოფლიოდან.

ლათინო-ამერიკული ცეკვა - Sputnik საქართველო
თბილისში ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

2016 წელს დაარსებული ფესტივალი შარშან თბილისში 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოდგენილი იყო გერმანელი მუსიკოსების Alva Noto და Blixa Bargeld, იაპონელი საუნდ-არტისტების, Yuuki Sakai, Ryo Murakami, Hironori Takahashi-სა და სხვების შემოქმედება.

წელს ფესტივალს ეწვევიან ელექტრონული მუსიკის იეთი ვარსკვლავები, როგორიც არიან იაპონელი ვიბრაფონისტი მასაიოში ფუჯიტა, გერმანელი ფიჯეი გრიშა ლიხტენბერი, ნიუ-იორკელი დიჯეი უილიამ ბასინსკი, ინგლისელი კომპოზიტორი და მედია-არტისტი ლორენს ინგლიში.

SOU-ს საღამოებზე ასევე გამოვლენ ამერიკელი მევიოლინე, კომპოზიტორი და ინჟინერ-პროგრამისტი კრისტოფერ ტინორი, ელექტრონული მუსიკის გერმანელი პროდიუსერი იან იალინეკი და ირანის კლუბური მუსიკის წარმომადგენელი ატა ებტეკარი.

თანამედროვე მუსიკის ქართულ ინდუსტრიას წარმოადგენენ ნიკა მაჩაიძე, Tetenoise, ნატალია ბერიძე, რეზო ღლონტი, ლევან ცხადაძე და მალიკა მამინოვა.

ფესტივალზე ასევე გაიმართება კეიიტირო სუბუის იაპონური ვოკალოიდ-ოპერის "დასასრული" (The End) ქართული პრემიერა.

ვოკალოიდ-ოპერა — ესაა ბგერისა და გამოსახულების ფანტასმაგორიული სინთეზი ვირტუალური მომღერლის მონაწილეობით. ოპერა "დასასრული" პირველად 2013 წელს ტოკიოს Yamaguchi Center for Arts and Media-ში დაიდგა, ხოლო იმავე წლის ნოემბერში — პარიზის შატლეს თეატრში.

თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალ SOU-ს საკონცერტო გამოსვლები გაიმართება თბილისის კლუბებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებსა და ეკლესიებში, ასევე სხვა სივრცეებსა და შენობებში.

ფესტივალი აღდგომიდან ამაღლებამდე  GEO VERSION - Sputnik საქართველო
მუსიკალური ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" თბილისში საზეიმო კონცერტით გაიხსნა

მაგალითად, SOU-ს უმასპინძლებს თბილისის ცირკი, რუსთავის დრამატული თეატრი, აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლი, გარდენ-ჰოლი, სამეფო უბნის თეატრი, ღვთისშობლის კათოლიკური ეკლესია, წმინდა პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია, Tbilisi Event Hall, ახმეტელის თეატრი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ტელევიზიის პავილიონი, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი, კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, ზ. ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე tkt.ge.

ფესტივალ SOU-ს სრული ლაინ-აპი იხილეთ ღონისძიების ვებ-გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0