ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი "სამი საფეხური" კიევში ორჯერ დააჯილდოეს

© FB / threesteps123ფილმის "სამი საფეხური" გადაღებაზე
ფილმის სამი საფეხური გადაღებაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
იოსებ ბლიაძის ფილმი "სამი საფეხური" კიევის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ქართველი რეჟისორის იოსებ (სოსო) ბლიაძის ფილმი "სამი საფეხური", რომელიც კიევის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეა, კინოფორუმის ორგზის პრიზიორი გახდა.

კინოფესტივალი 2017 წლის 19-23 აპრილს გაიმართა. მასში წარმოდგენილი იყო რეჟისორების სურათები საქართველოდან, საფრანგეთიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ფინეთიდან, ნორვეგიიდან, ბრაზილიიდან, კანადიდან და სამხრეთ კორეიდან.

სამი საფეხური - Sputnik საქართველო
კიევის კინოფესტივალზე სოსო ბლიაძის მოკლემეტრაჟიან ფილმს წარადგენენ

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იუწყება, ფილმი ფესტივალზე 2 პრიზით დაჯილდოვდა — მას ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და მაყურებლის ჯილდო გადაეცა.

ბლიაძის "სამი საფეხური" მოგვითხრობს 13 წლის გოგონაზე, რომელიც მამასთან ერთად თბილისის გარეუბანში მიტოვებულ ჯიხურში ცხოვრობს, მთელი დღე მუშაობს, რომ საჭმლის ფული იშოვოს და ხანდახან — ქურდობს. სიღარიბეში ცხოვრების გარდა, მოზარდს გარდატეხის ასაკის სიძნელეებთან ბრძოლაც უწევს.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2017 წლის იანვარში ნიდერლანდებში, როტერდამის კინოფესტივალზე (International Film Festival Rotterdam) შედგა.

მოკლემეტრაჟიანი კინოს ფესტივალი კიევში პირველად 2012 წელს გაიმართა და მას მერე ყოველ წელს იმართება.

ყველა ახალი ამბავი
0