ქართულმა კინომ პეკინში ოთხგზის ფურორი მოახდინა

© AFP 2024 / WANG ZHAOპეკინი
პეკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
"საუკეთესო მხატვრული ფილმი", "საუკეთესო რეჟისურა", "საუკეთესო ოპერატორი" და "მეორე პლანის საუკეთესო როლი" - ეს ის ჯილდოებია, რომლებიც ქართველმა კინემატოგრაფისტებმა პეკინში მოიპოვეს.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თანამედროვე ქართულმა კინომ ნამდვილი ფურორი მოახდინა პეკინის VII საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 16-23 აპრილს ჩინეთის დედაქალაქში გაიმართა.

წელს ფესტივალის ფარგლებში 300-ზე მეტი სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, ფილმების ჩვენებები კი ერთდროულად ქალაქის 30 კინოთეატრში გაიმართა.

რატი წითელაძე - Sputnik საქართველო
რატი წითელაძე: ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას

ქართველმა კინემატოგრაფისტებმა ჯილდოები ოთხ ნომინაციაში მიიღეს პეკინის VII საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის — პრემია "ცის ტაძრის" ("ტიანტანი") ჩათვლით. მისთვის 19 ქვეყნის წარმომადგენლების მიერ გადაღებული 15 ფილმი იბრძოდა. სულ წელს "ტიანტანის" პრემიისთვის 49 ქვეყნის 424 ფილმი იბრძოდა.

საბოლოოდ პრემია "ცის ტაძარი" ქართველი რეჟისორის, გიორგი ბარაბაძის ფილმ "ლუკას" ერგო. ამ კატეგორიაში "ლუკას" მეტოქე რუსუდან გლურჯიძის ქართული ფილმი "სხვისი სახლი" გახდა, რომელიც საქართველოს, ესპანეთის, ხორვატიისა და რუსეთის კოპროდუქციით არის გადაღებული.

ქართულმა ფილმმა სხვისი სახლი რუსული კინოპრემია ნიკა მიიღო - Sputnik საქართველო
ქართულმა ფილმმა "სხვისი სახლი" რუსული კინოპრემია "ნიკა" მიიღო

ფილმი "ლუკა" მოგვითხრობს ახალგაზრდა სვანი ქალის, ლილეს ცხოვრებაზე. მაყურებლისთვის უცნობი მიზეზების გამო ლილე ტოვებს სვანეთში თავის მშობლიურ სახლს და მიემგზავრება გალში. აფხაზეთი კი სამხედრო კონფლიქტის ცენტრშია — ეს არის სოხუმის დაცემის წინა პერიოდი. ლილეს ოჯახური დრამა მიმდინარეობს ზღვისპირა სახლში, ომის ფონზე. როლებში — ქეთი ცხაკაია, ნინო კასრაძე, ლია კაპანაძე.

ნომინაციაში "საუკეთესო რეჟისურა" გაიმარჯვა სურათმა "სხვისი სახლი" და მისმა შემქმნელმა რუსუდან გლურჯიძემ. ამ ფილმმა ჯილდო ასევე საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის მიიღო — ფილმის ოპერატორია გორკა გომეზ ანდრე.

ფილმ "ლუკაში" მეორე პლანის საუკეთესო როლის შემსრულებელი გახდა ქართველი მსახიობი ლია კაპანაძე.

შორენა თევზაძის ფილმი დიდუბე ბოლო გაჩერება - Sputnik საქართველო
ქართველი რეჟისორის ფილმს შვეიცარიაში ფესტივალზე აჩვენებენ

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად 2011 წლიდან პეკინის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება, რომელიც მისი დამფუძნებელია. მისი დაარსების მომენტიდან ფესტივალს სტუმრობენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, რეჟისორები, პროდიუსერები და სტუდიების ხელმძღვანელები. ფესტივალის მიზანია ჩინურ და საერთაშორისო კინოსტუდიებს შორის შეიქმნას ურთიერთთანამშრომლობის ფართო ფორუმი.

პეკინის VII საერთაშორისო კინოფესტივალის თავმჯდომარე იყო დანიელი კინორეჟისორი, სხვადასხვა ფესტივალებისა და კონოპრემიების მრავალგზის ლაურეატი, კანის კინოფესტივალის "ოქროს პალმის რტოს" ორგზის ლაურეატი ბილე აუგუსტი. კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ჩინელი მსახიობი ცზიან ვენლი, რეჟისორი მეიბლ ჩუნგი (ჩჟან ვანტინი). ამას გარდა, ჟიურიში იყვნენ რადუ ჟუდე, პაოლო დელ ბროკო, რობერტ მინკოფი და ჟან რენო.

გასულ წელს კინოფესტივალის მთავარი პრემია მოიპოვა რეჟისორ სანტიაგო მიტრეს არგენტინულმა ფილმმა "პაულინა".

 

ყველა ახალი ამბავი
0